ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ მოხსენებაში მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატებისადმი, მათ შორის ანტიბიოტიკების მიმართ, მედეგობის პრობლმა განიხილება(who).
ანტიბიოტიკების ”ოქროს ხანა” დასასრულს უახლოვდება: ბაქტერიები იცვლებიან, ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მედეგობას იმუშავებენ, რაც მომავალში დიდ პრობლემებს შექუმნის ადამიანებს.
”დაინტერესებულ პირთა მხრიდან ოპერატიული და შეთანხმებული კავშირის არ არსებობის გამო შევდივართ ეპოქაში, როცა ანტიბიოტიკები ეფექტურობას კარგავენ, ჩვეულებრივი ინფექციები და მცირე ტრავმები, რომელთა მკურნალობა წლების განმავლობაში შესაძლებელი იყო, ისევ მკვლელები ხდებიან” – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის დამხმარე ჯანდაცვის უსაფრთხოების საქმეში დოქტორი კეიჯი ფუკუდა.
მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობას(ისინიც, რომლებსაც უკიდურეს შემთხვევაში ნიშნავენ) სულ უფრო მეტი ბაქტერია იმუშავებს, მათ შორის 7 სახეობაც, რომელთაც სისხლის ინფიცირება შეუძლიათ(სეფსისი), დიარეა, პნევმონია, შარდგამომყოფი გზების ინფექცია და გონორეა.
ამ სიტუაციის გრთულების არ დაშვება, არა მარტო მედიცინის მუშაკთა საქმეა, არამედ ყოველი ჩვენთაგანისაც. ამისათვის აუცილებელია:
- ანტიბიოტიკების მხოლოდ მაშინ გამოყენება, როცა მათ ექიმი გვინიშნავს;
- ანტიბიოტიკების მიღების რეჟიმის მკაცრი დაცვა მაშინაც, როცა უკვე კარგად იგრძნობთ თავს(სწორედ ამ დროს ძლიერდება გადარჩნილი მიკრობი);
- ნუ გადასცემთ ანტიბიოტიკებსა თუ გამოწერილი წამლების ნარჩენებს სხვა პირებს.