ორი შავი ხვრელი ერთი ვარსკვლავისგან

 ასტროფიზიკოსებმა ადრეული სამყაროს ეპოქაში არსებული ზემასიური ვარსკვლავების კოლაფსით შავი ხვრელების გაჩენის მოდელი შექმნეს. მეცნიერთა გამოთვლების მიხედვით, მილიონი მზის მასის ვარსკვლავის სიცოცხლის ბოლო სტადიაზე არა ერთი, არამედ ორი შავი ხვრელი ფორმირდება, რომლებიც შემდგე ერთმანეთს ერწყმიან(caltech).

 მეცნიერთა კვლევა ზემასიური შავი ხვრელების წარმომავლობის პრობლემას ეხებოდა. ამჟამად სამყაროში არ არსებობენ ვარსკვლავები, რომლებიც მზეზე ათასჯერ მძიმეები მაინც იქნებოდნენ(RMC 136a), შესაბამისად შავი ხვრელების მასებიც, რომელბიც ამ ვარსკვლავების კოლაფსით ჩნდებიან, ამ სიდიდით შემოიფარგლებიან. ზემასიური ხვრელები, მზეზე მილიარდობითჯერ მეტი მასებით, თეორიულად, უფრო ნაკლები ხვრელების შერწყმით უნდა ჩნდებოდნენ, თუმცა მათი ზრდის სიჩქარის შეფასება შერწყმათა სერიების მერე, დამზერით მიღებულ მონაცემებს არ შეესაბამებიან. ასტრონომთათვის ცნობილი კვაზარებიდან გამომდინარე, ზემასიური ხვრელები დიდი აფეთქებიდან ერთი მილიარდი წლის მერე უკვე არსებობდნენ.

 მკვლევარებმა გიგანტური ვარსკვლავების კოლაფსის მოდელირება ჩაატარეს, რომელთა მასები მზისას ათი ათასჯერ და მილიონჯერაც კი აჭარბებენ. ასეთი ვარსკვლვავები მხოლოდ ადრეულ სამყაროში(1) არსებობდნენ და რამდენიმე მილიონი წელი ცოცხლობდნენ, მზისმაგვარი ვარსკვლავების 10 მილიარდიანი სიცოხლის ხანგრძილობისგან განსხვავებით. მიოდელირებამ აჩვენა, რომ კოლაფსი ასიმეტრიულად შეიძლება მოხდეს და ამ დროს არა ერთი, არამედ ორი შავი ხვრელი ჩნდება. მეცნიერთა მოდელში დაახლოებით 2 საათისა და 20 წუთის მერე ისინი ერთმანეთს ერწყმიან, ერთი ობიექტის ფირმირებით. ამ ობიექტის მასა გაცილებით მეტია, ვიდრე დღევანდელი ვარსკვლავების კოლაფსით გაჩენილი ხვრელების მასა.

 მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ზემასიური ვარსკვლავების ასიმეტრიულმა აფეთქებებმა მძლავრი გრავიტაციული ტალღები უნდა წარმოქმნან, რომელთა რეგისტრირება მომავალში სპეციალური დეტექტორებით შეიძლება მოხერხდეს. უკვე არსებულმა მოწყობილობებმა საჭირო მგრძნობელობას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს. ისინი მოწყობილობის შიგნით არსებული ლითონის მასიური სხმულების გრავიტაციული ტალღებით გამოწვეული წანაცვლების პრინციპზე მუშაობენ. ახლახანს მოდერნიზირებული ინტერფერომეტრი LIGO, მასთან მომუშავე მეცნიერთა აზრით, გრავიტაციული ტალღების რეგისტრირებას შეძლებს( პირველი ვარსკვლავები; პირველი ვარსკვლავები ბზრიალასავით ტრიალებდნენ).

httpv://www.youtube.com/watch?v=eTlF_0rJF8Y

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.