NASA-ს სპეციალისტთა აზრით, შორეულ წარსულში, მარსის მთელი ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ზედაპირი ოკენეთი იყო დაფარული.
დაახლოებით 4,3 მილირდი წლის წინათ, მარსზე არსებულ წყალს, პლანეტის მთელი ზედაპირის დაფარვა 137 მეტრი სისქის ფენით შეეძლო. ზოგიერთ რეგიონებში მისი სიღრმე 1,6 კილომეტრასაც შეადგენდა. მეცნიერთა ვარაუდით, წყლის ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იყო თავმოყრილი. მთელი ამ წყალსატევის მასა, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის მასას აჭარბებდა.
ამ წყლის 87 პროცენტი მარსმა უკვე დაკარგა. დანაკარგები 3,7 მილირდი წლის წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება. მისი ძირითადი ნაწილი პოლუსებზეა შემორჩენილი(ოკეანეები ძალიან ადრე გაჩნდნენ).
ოკეანეს, რომელიც წითელი პლანეტის 19%-ს ფარავდა(შედარებისთვის, ატლანტის ოკეანე, დედამიწის 17%-ს ფარავს), სიცოცხლის არსებობისათვის თავსებადი პირობების შექმნა შეეძლო. შეიძლება, მისი ნარჩენები ახლაც არის შემორჩენილი მარსის ზოგიერთ რეგიონებში, აღნიშნავენ მენციერები.
მკვლევარები ასეთ დასკვნამდე, ნახევრადმძიმე(წყალბადის იზოტოპებით, პროთიუმითა და დეითერიუმით) და ”მსუბუქი”(ჩეულებრივი, პროთიუმის ორი ატომით) წყლის, მარსის ატმოსფეროდან კოსმოსში მიგრაციის შესწავლით მივიდნენ. 6 წლის განმავლობაში დაგროვილი მონაცემები, საშუალებას იძლევა გავიგოთ, თუ რა რაოდენობის წყალი იყო შორეულ წარსულში პლანეტაზე.
დაკვირვებები, კეკისა და ევროპის სამხრეთული ობსერვატორიებიდან ხდებოდა. კიდევ უფრო მეტის გაგებაში მენციერებს 2014 წელს წითელი პლანეტის ორბიტაზე გასული ზონდი – MAVEN(მარსის ახალი ხელოვნური თანამგზავრი), დაეხმარებათ(ორჯერ დაკარგული ატმოსფერო; თხევადი წყალი მარსზე 200 ათასი წლის წინათ მიედინებოდა).