ნისლული კვერცხი “ჰაბლისგან”

 ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, როგორი იქნებოდა მომაკვდავი მზე? შესაძლოა, ამ კითხვას პასუხი გასცეს კვერცხის ნისლეულმა (RAFGL 2688 ან CRL 2688), რომელიც მომაკვდავმა მზის მსგავსმა ვარსკვლავმა წარმოქმნა. ეს სურათი ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპით არის გადაღებული, ხილულ და ინფრაწითელ დიაპაზონებში. ვარსკვლავმა თავისი გარე შრეები მოიშორა და ახლა, კაშკაშა, ცხელი ბირთვი ცენტრის გარშემო არსებულ რძისფერ-თეთრ გაზისა და მტვრის გარსებს ანათებს. ცენტრალური წილები და რგოლები, კოსმოსში ახლახან გამოტყორცნილი გაზისა და მტვრის სტრუქტურებია, რომელთა მტვერი საკმარისად მკვრივია იმისთვის, რომ ვარსკვლავის ბირთვის ხედვა დაგვიფაროს. ბლოკირებული ბირთვის სინათლე, ვარსკვლავის პოლუსებიდან გამოტყორცნილი შედარებით ახალი, უფრო სწრაფი ჭავლების მიერ ძველ გამოტყორცნილ მასაში ამოჭრილი ხვრელებიდან ამოდის. ასტრონომები ჯერ კიდევ ცდილობენ გაარკვიონ, თუ რა იწვევს დისკოების, ღიობებისა და ჭავლების წარმოქმნას ვარსკვლავის ევოლუციის ამ მოკლე (მხოლოდ რამდენიმე ათასი წლის!) ეტაპზე, რაშიც მათ სწორედ ეს გამოსახულება ეხმარებათ (ნისლეულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.