ნისლეული ვარხვი ნელნელა იცვლება. IC 5070 (ვარხვი) და ნისლეული ჩრდილოეთი ამერიკა, ბნელი მტვრით შევსებული მოლეკულური ღრუბლით არის გაყოფილი. ვარხვს აქტიურად იკვლევენ, რადგან მასში ევოლუციონირების პროცესში მყოფი გაზის ღრუბლებისა და ვარსკვლავთწარმომქნელი პროცესების განსაკუთრებულად აქტიური ნაზავია წარმოდგენილი. სურათზე ნაჩვენებია გოგირდის, წყალბადისა და ჟანგბადის გამოსხივება, რაც ამ ურთიერთქმედებათა ბუნების უკეთ გაგებას აიოლებს. ახალგაზრდა ვარსკვლავების მძლავრი გამოსხივება, ცივ გაზს ათბობს. მათ შორის არსებული საზღვარი წაინაცვლებს, იონიზაციის ფორნტი ელვარე მოყვითალო ფერით, მარჯვენა მხარეს დაიმზირება. თუმცა, ცივი გაზის განსაკუთრებულად სქელი ძაფები მაინც რჩება. მილიონი წლის მერე, ამ ნისლეულს ვეღარ მივამსგავსებთ ვარხვს, რადგან გაზისა და ვარსკვლავების ურთიერთგანლაგება შეიცვლება (დავით დვალის მიერ გადაღებული ვარხვი, იონიზირებული წყალბადის სპექტრში).
ნისლეულ ვარხვის გაზი, მტვერი და ვარსკვლავები
Posted by