მანაგუას აეროპორტთან მეტეორიტი ჩამოვარდა

 7 სექტემბერს ნიკარაგუას დედაქალაქის აეროპორტის მახლობლად აფეთქება მოხდა, რამაც დარტყმითი კრატერის წარმოქმნა გამოიწვია. კრატერის დიამეტრი 12 მეტრია, ხოლო სიღრმე 5 მეტრი.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=HHjJpEeKNzg

 1,2 მილიონიანი მანაგუას მმართველობის თქმით, ჩამოვარდნილი მეტეორიტი დედამიწასთან ახლოს მოძრავი ასტეროიდის – 2014 RC-ს ფრაგმენტი შეიძლება იყოს(7 სექტემბერს ამ ასტეროიდმა ზოგიერთი ხელოვნური თანამგზავრის ორბიტის შიგნით გაიარა). ამას არც მეცნიერები გამორიცხავენ. ნიკარაგუაში ჩამოვარდნილი ფრაგმენტი 20 მეტრიანი კოსმოსური ლოდის ნაწილი შეიძლება იყოს.

 მეტეორიტის ვარდნის დღეს, თვითმხილველებმა აფეთქების ხმა გაიგონეს, დარტყმითი ტალღისათვის დამახასიათებელი ეფექტით.

 თანამედროვე ნიკარაგუას ისტორიაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა – კიდევ უფრო დიდი მეტეორიტი აქ 2007 წელს ჩამოვარდა(მოვერცხლისფრო ღრუბლები და მეტეორიტი საქრთველოს ცაზე; 26 ასტეროიდი ბოლო 13 წლის განმავლობაში; რა გაიგეს მეცნიერებმა ჩელიაბინსკის მეტეორიტზე?; არსებობს თუ არა ბოლო ხანს ჩამოვარდნილი ასტეროიდების შესახებ ინფორმცია და სურთები?).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.