ნეიტრონული ვარსკვლავის ტემპერატურა

  ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა, ნეიტრონული ვარსკვლავის ტემპერატურის შეფასება მოახერხა(arxiv.org).

 გველისმჭერის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 23 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ობიექტის – KS 1731-260, ბირთვის ტემპერატურა 93,5 მილიონ კელვინს აღწევს. მეცნიერთა აზრით, ნეიტრონული ვარსკვლავის შიდა(ბირთვი) და გარე ფენები(ქერქი) სითბურ წონოსწორობაშია. ეს მონაცემები 2015 წელს კოსმოსური ობსერვატორიის – ”ჩანდრა”, საშუალებით იქნა მიღებული, რამაც ამ ობიექტის ფიზიკური მახასიათებლების ადრინდელი შეფასებებიც დადასტურდა.

chandra 2001 წელს ჩატარებული დაკვირვებებით, KS 1731-260-ის ზედაპირის ტემპერატურა 3 მილიონ კელვინს აღწევდა. ტემპერატურის დაბალი მნიშვნელობა იმასთან უნდა იყოს დაკავშირებული, რომ მნათობი 1988 წლამდე არააქტიურ მდგომარეობაში იყო. ასტრონომთა ვარაუდით, სამყაროში უამრავი ასეთი ობიექტი შეიძლება ასრებობდეს(დამალული მასა).

 ტიპიურ ნეიტრონულ ვარსკვლავს მზის მასა აქვს, თუმცა 10-20 კილომეტრამდეა შეკუმშული. მისი ბირთვი ნეიტრონებისგან შედგება, თხელი გარსი კი ატომის ბირთვებისა და ელექტრონებისგან, ხოლო კიდევ უფრო მეტ გრავიტაციულ შეკუმშვას ატომური ძალები ეწინააღმდეგბა(ნეიტრონული ვარსკვლავი; უცნაური ვარსკვლავები; ნეიტრონული ვარსკვლავების დიდი გაერთიანება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.