ირმის ნახტომის ჩვენთვის ხიული მკლავის, მშვილდოსნის ფოტოები ხშირად გვინახავს,
გვინახავს სხვა დიაპაზონებში გადაღებულიც, რომელსაც თვალი ვერ ხედავს, ხედავს სპეც. მოწყობილობა (გალაქტიკის ცენტრი: რადიოდან რენტგენამდე). ნელ-ნელა შემოდის საქმეში გრავიტაციულ-ტალღური სურათიც. ახლა, ამ ყველაფერს დაემატა ნეიტრინული გამოსახულებაც, რომელიც ყველაზე დიდი შეღწევის უნარის მქონე უმუხტო ნაწილაკების, ნეიტრინოების საშუალებით გაკეთდა, მათ სპეცუალურ ნეიტრინულ ობსერვატორიებში არეგისტრირებენ. IceCube-ს (პირველი ფოტო) მიერ დაგროვებული ყველა მონაცემი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იქნა დამუშავებული (რა არის მანქანური სწავლება?). რუკა შეიცავს ზეენერგიული ნეიტრინოების კონკრეტულ წყაროებს, რომლებიც შეიძლება იყოს წარსულში მომხდარი ზეახლების აფეთქებათა ადგილები ან ჩვენთვის ჯერ უცნობი მოვლენების კვლები.