ასტრონომმა ალან მაქლაუდმა და მისმა კოლეგებმა, გემის კიჩოს თანავარსკვლავედში, გაზ-მტვროვანი სტრუქტურები აღმოაჩინეს, რომლებიც ყველასათვის კარგად ცნობილ არწივის ნისლეულის “შემოქმედ სვეტებს” ჰგავს.
ნაშალი სვეტების დანახვა სპეციალური მოწყობილობით – MUSE, საშუალებით მოხერხდა, რომლითაც ჩილეს ტერიტორიაზე მდებარე დიდი ტელესკოპია აღჭურვილი (VLT, ESA). MUSE სხვადასხა დიაპაზონის ათასობით ფოტოს იღებს. რის ხარჯზეც მეცნიერებმა იმის გადაღბა შეძლეს, რაც “ვარსკვლავური აკვნისგან” დარჩა – გაზისა და მტვრის გიგანტური გროვები, რომლის განსაკუთრებულად შესქელებულ ადგილებში ვარსკვლავები იბადება.
გემის კიჩოსა და არწივის ნისლეულის (გველის თანავარსკვლავედი) კოლონათა მსგავსი გროვების გამოსახულებების დათვალიერების მერე, მეცნიერები მიხვდნენ, თუ რატომ და როგორ წარმოიქმნა ისინი. ეს არის ფოტოაორთქლება – ეფექტი, რომლის დროსაც ვარსკვლავის გამოსხივება ახლოს მდებარე მატერიას აიონიზირებს და ფანტავს.
შემოქმედი სვეტები (“ჰაბლი”,NASA).
M16 – ქართველი ასტრომოყვარულის (დავით დვალი) მიერ გადაღებული ფოტო (2014 წ.).
ყველა სვეტი, გაზ-მტვროვანი ღრუბლის ნარჩენია, რომელთა შორის სივრცე ვარსკვლავთა მაიონიზირებელი გამოსხივებით ცარიელდება. არწივის ვარსკვლავთა უმრავლესობა, ახალგაზრდაა, მხოლოდ ახლა დაიწყეს სვეტებს შორისი სივრცის გაწმენდა (M16: შემოქმედი სვეტები). კიჩოს ხნიერმა ვარსკვლავებმა კი ეს უკვე გააკეთეს. ამგვარად, ვარსკვლავები ჯერ აშენებენ “სვეტებს”, შემდეგ კი ანგრევენ მათ.