კორპორაციამ The Gateway Foundation 400 სტუმარზე გათვლილი, კოსმოსური სასტუმროს დიზაინი გაასაჯაროვა. კერძო ოთახების გარდა, სასტუმროს ბარ-რესტორნები და კინოთეატრიც ექნება.

ამ კომერციული სასტუმროს სახელია ”ფონ ბრაუნის კოსმოსური სადგური” და ის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის – ISS, საინჟინრო ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული, თუმცა ის სრულიად არ ითვალისწინებს სამეცნიერო პროექტების განხორციელებას – საკრუიზო გემის მსგავსად, ”ფონ ბრაუნის კოსმოსური სადგური” კომფორტული ნომრებით და კოქტეილ-ბარებით იქნება აღჭურვილი.
თუმცა, როგორც სასტუმროს მეპატრონეები აცხადებენ, სადგურს საგანმანათლებლო სემინარების ჩასატარებელი სივრცეებიც ექნება, ხოლო ხელოვნური გრავიტაციის წყალობით, სტუმრები ჩვეულებრივად ივლიან.

ბორბალის ფორმის სასტუმროს დიამეტრი 190 მეტრი იქნება, ხოლო ხელოვნურ გრავიტაციას ცენტრიდანული ძალა შექმნის. გრავიტაცია ისეთი იქნება, როგორც მთვარეზე.




როდესაც ”ფონ ბრაუნის კოსმოსური სადგური” ფუნქციონირებას დაიწყებს, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, კორპორაცია Gateway Foundation ახალი სასტუმროს მშენებლობასაც აპირებს, რომელიც ამჯერად 1 400 ადამიანზე იქნება გათვლილი (ხელოვნური გრავიტაციის გარეშე ვერ გავფრინდებით…).
