დედამიწიდან 550 სინათლის წლის მანძილზე მდებარე მზისმაგვრ ვარსკვლავს – თევზების(Piscium) RZ, უცნაური “ჩვევა” აქვს, ის არარეგულარული პერიოდულობით ციმციმებს, ჩაბნელებები ორ დღემდე შეიძლება გაგრძელდეს. ზოგჯერ მისი ელვარება 10-ჯერ მცირდება, რაც ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრაა. ობიექტი უხვად ანათებს ინფრაწითელი დიაპაზონში და სქელი მტვრის “ფარდა” აქვს გარსშემორტყმული.
ასტრონომთათვის ბევრი ასეთი მოვლენაა ცნობილი, პროტოპლანეტური დისკოების მაგალითზე, რომლებშიც ახალდაბადებული ვარსკვლავებია ჩაძირული. ამ დისკოებში ასტეროიდები, კომეტები და პლანეტები ყალიბდება. ასეთივე დისკო ხნიერ ვარსკვლავსაც შეიძლება ჰქონდეს – კვდომასთან ერთად, მნათობი სულ უფრო დიდი ხდება, მის წიაღში მოქცეული პლანეტები კი ნადგურდება, მტვრისა და გაზის ღრუბლის წარმოქმნით.
Astronomical Journal-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ თევზების RZ არც ძალიან ახალგაზრდა ვარსკვლავია და არც საკმარისად ხნიერი. ზემოთ ხსენებული ვარიანტები მასზე ვერ გავრცელდება. როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ეს ვარსკვლავი რენტგენის დიაპაზონში მომუშავე კოსმოსური “XMM-ნიუტონის” საშუალებით შეისწავლეს. დადგინდა, რომ ამ დიაპაზონში ნათების ინტენსიურობით ათასჯერ აჭარბებს მზეს. ზედაპირის ტემპერატურა 5330 გრადუსია ცელსიუსით, ოდნავ ცივი, ვიდრე მზე. ეს ორი ფაქტორი სწორედ რომ შედარებით ახალგაზრდა ვარსკვლავებს ახასიათებას. მის სპექტრში ლითიუმის ხაზებიც უხვად დაიმზირება.
“ვარსკვლავის ზედაპირზე არსებული ლითიუმის რაოდენობა ასაკის მატებასთან ერთდ მცირდება, ეს ნივთიერება ერთგვარი საათია, რომლითაც ვარსვკლავის სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება დადგინდეს” – ამბობს კვლევის თანაავტორი ჯოელ ქესთნერი. “თუ ლითიუმის რაოდენობასა და ზედაპირის ტემპერატურას გავითვალსიწინებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ თევზების RZ-ს ასაკი 30-50 მილიონი წელია, რაც პროტოპლანეტური დისკოების შესახებ თეორიას ეწინააღმდეგება: 1) პროტპლანეტრუი დისკო ვარსვკლავის ანთებიდან ერთ მილიონ წელიწადში ქრება(გამოსხივებით ნიავდება). 2) მტვრის ღრუბლის ტემპერატურა 230 გრადუსია ცელსიუსით, ანუ ის მნათობთან ახლოს მოძრაობს – მაქსიმუმ 50 მლნ.კმ.(მერკური-მზეს შორის მანძილი). 3) ვარსკვლავური მატერია ძალიან ქაოსურად მოძრაობს, თითქოს, პლანეტები ისევ ნადგურდება და მათი შემადგენელი ვარსკვლავის მიმართულებით მიედინება”(როგორ ადგენენ ვარსკვლავის ასაკს).
ქრისტინა პენჯი, კვლევის კიდევ ერთი მონაწილე, თვლის, რომ ეს ყველაფერი სისტემის პლანეტათა შეჯახებით, ან სისტემაში შეჭრილ უცხო პლანეტასთან შეჯახებით შეიძლება ხდებოდეს. ასეთ შემთხვევაში მაღალია ალბათობა იმისა, რომ განადგურებული პლანეტების ფრაგმენტებს მნათობი იზიდავს, რაც არაპერიუოდული ციმციმის მიზეზი ხდება. როგორც არ უნდა იყოს, ასტრონომებს ზუსტი პასუხი არა აქვთ: ალბათ, მოცომციმე ვარსკვლავის ანომალიის გამოცანა ახალი თაობის ტელესკოპებით ამოიხსნება(ვარსკვლავი; ასტრონომებმა შორეულ ვარსკვლავთან ცივილზაციის არსებობა დაუშვეს).