ეს შთამბეჭდავი მოვერცხლისფრო ღრუბლები, რომლებიც ბნელ ცაზე მზის სხივებში ბანაობენ, ამ თვის დასაწყისში შვეიდეთის კუნძულ გოთლანდიდან გადაიღეს. ყინულოვანი ღრუბლები კოსმოსის საზღვართან არის, დედამიწის ზედაპირიდან 80 კილომეტრის სიმაღლეზე. ისინი მზის სინათლეს ირეკლავს, თვითონ მზე კი ჰორიზონტს იქეთ არის მიმალული. ჩვეულებრივ, ღამით მანათობელი ღრუბლები მაღალ განედებზე ზაფხულის თვეებში დაიმზირება და ეფექტური სანახაობა ამ ივლისშიც მოაწყვეს. ასევე, პოლარული მეზოსფერული ღრუბლების სახელით ცნობილი, მაშინ ფორმირდება, როცა წყლის ორთქლი, ადის რა ატმოსფეროს ცივ ზედა ფენებში, კონდენსირდება მტვრის უწვრილეს ნაწილაკებზე, რომლებიც ატმოსფეროში მეტეორებისა და ვულკანური ფერფლის დაშლით წარმოიქმნება. ნასას კოსმოსური აპარატი – AIM (ყინულის აერონომია მეზოსფეროში), მოვერცხლისფრო ღრუბლების ფოტოებს ყოველდღიურად გადმოსცემს.
2014 წლის 23 ივლისს, საქართველოს ცაში მეტეორი მაშინ შემოიჭრა, როცა მზე უკვე ჰორიზონტს დაბლა იყო ჩასული, ამიტომ წაგრძელებული ფორმის კვალი მოვერცხლისფრო ღრუბლის სახით მანაც წარმოქმნა (სამწუხაროდ, ეს ფოტო დაბალი გარჩევადობის კამერით არის გადაღებული). მეტეორიტმა შესამჩნევი კვალი დატოვა, თუმცა, როგორც ჩანს, პატარა ზომის იყო, რადგან არავის გაუგია აფეთქების ხმა. ჩელიაბინსკში ჩამოვარდნილი მეტეორიტის აფეთქებით წარმოქმნილმა დარტყმითმა ტალღამ გამოიწევია ნგრევა, ადამიანები კი ამ ტალღით ჩამსხვრეული ფანჯრების ნამსხვრევებით დაზიანდნენ. სავარაუდოდ, მეტეორიტის ნარჩენები, თუ ისინი სრულ დაწვას გადაურჩა, რაჭის ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. ჩვეულებრივ, ასეთი ნარჩენი გაშავებულია ერთი მხრიდან, რომლითაც ატმოსფეროში მოძრაობდა, აქვს ე.წ. აბლაციის(გადნობის) კვალი. მეტეორიტი მეტი რაოდენობის რკინას შეიცავს, ვიდრე დედამიწაზე მიმობნეული ქვები, ამიტომ ეკრობა მაგნიტს. დედამიწისეული ქვები მაგნიტზე არ რეაგირებენ, რადგან პლანეტის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპებზე, როცა დედამიწა გამდნარი მაგმის სფეროს წარმოადგენდა, ანუ იყო თხევადი, შედარებით მძიმე რკინა ბირთვისკენ ჩაიძირა. მეტეორიტის ნარჩენების ძებნა მეტალოდეტექტორითაც არის შესაძლებელი. (მეტეორიტული კვამლი: ღრუბლიანი გამოცანა; თქვენი სახლი კოსმოსური მტვრით არის სავსე).
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=oCSwwpHC2ok
მოვერცხლისფრო ღრუბლების მოძრაობა.