რას დავინახავდით, თუ სავსე მთვარე მოულოდნელად ჩაბნელდებოდა? პასუხი ამ პატარა ვიდეო ფილმშია ნაჩვენები, რომელიც 2011 წლის მთვარის სრული დაბნელებისას ტაჯიკეთში გადაიღეს. მთვარის დაბნელების დროს დედამიწა მთვარესა და მზეს შორის ექცევა, რის გამოც მთვარის ნათება ძალიან სუსტდება. თუმცა, მთვარე არასოდეს ხდება სრულიად ბნელი, რადგან დედამიწის ატმოსფერო სინათლეს გარდატეხავს. დასაწყისში შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ გადაღება დღე მიმდინარეობდა, მზის სინათლეზე. არა, ღამეა და გარემოს სავსე მთვარის შუქი ანათებს. როცა დაბნელება იწყება და მთვარე ფერმკრთალდება, ქარიც ნელდება(მზის დაბნელების თანმხლები ”შემზარავი ქარის” საიდუმლო) და შორეული ვარსკვლავების კიაფი ტბის ზედაპირზე აირეკლება. ცა, ჩაბნელებული მთვარის გარშემო, ვარსკვლავებით ივსება, ჩანს ირმის ნახტომის დისკოს ნაწილი. ბოლო კადრები ჩაბნელებული მთვარის ადგილს გვიჩვენებს, ნისლეულებთან ახლოს – არწივი, გედი, სამნაწილიანი ნისლეული და ლაგუნა. 2 საათის შემდეგ, მთვარე ჩრდილიდან გამოვიდა და ცა გაანათა. 31 იანვარს მთვარის კიდევ ერთი დაბნელება მოხდება, იშვიათი დაბნელება – სუპერ-ცისფერი-სისხლიანი მთვარე(მიკრო და სუპერ-მთვარე; ცისფერი მთვარე; 28 სექტემბრი – სუპერსავსე, დაბნელებული, სისხლიანი მთავრე).
მთვარის სრული დაბნელება
Posted by
tbilisidan davinaxavt?aq kargad ver gaverkvie ra drosaa:)