მზის სისტემაში სუპერდედამიწები რატომ არ არის?

 ასტროფიზიკოსებმა რებეკა მარტინმა და მარიო ლივიომ(ნევადას უნივერსიტეტი რინოში, ა.შ.შ.), მზის სისტემაში სუპერდედამიწების(დედამიწაზე მასიური, ხოლო გაზურ გიგანტებზე მსუბუქი კლდოვანი პლანეტა) არ არსებობისა და მერკურის ორბიტის შიდა სივრცის გასუფთავების მექანიზმის ახსნა წარმოადგინეს(arxiv.org).

 ასტროფიზიკოსებმა, ვარსკვლავის გარშემო პროტოპლანეტარულ დისკოზე ტურბულენტობის ზემოქმედება შეისწავლეს. დაბალი ტურბულენტობის პირობებში, მნათობთან ახლოს, სუპერდედამიწაბის ჩამოყალიბებ შესაძლებელია. თუ ციური სხეული მნათობიდან შორს ყალიბდება, ვარსკვლავთან მისი მიახლოება პროტოპლანეტარული დისკოს სქელი ფენებით არის შეზღუდული.

 დაბალი ტურბულენტობის ზონების არ არსებობისა და პროტოპლანეტარული დისკოს დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, სუპერდედამიწები უშუალოდ ვარსკვლავთან ახლოს შეიძლება ჩამოყალიბდეს, რაც მისი ორბიტის ახლო გარემოს გაწმენდის მიზეზიც იქნება. ასეთი ციური სხეულების ევოლუცია ვარსკვლავზე დაცემით მთავრდება. მზესა და მერკურის შორის არსებული ცარიელი სივრცის არსებობაც ამით შეიძლება აიხსნას(ვულკანი არ არის: სიცარიელე მზესთან).

აღმოჩენილი ეგზოპლანეტების მასების დამოკიდებულება მათი ორბიტის ნახევარღერძების სიგრძეზე.planetebis masebi mati orbtiebis mixedvit

 მეცნიერებმა, მზის სისტემაში სუპერდედამიწების წარმოქმნის სცენარიც განიხილეს. ვარსკვლავთა უმრავლესობის გარშემო, სუპერდედამიწები მცირე მანძილებზე მოძრაობს, მზის სისტემში კი ასეთი ობიექტები საერთოდ არ არის(ჰიპოთეტური პლანეტა Х, რომელიც სუპერდედამიწობის კანდიდატია, მზიდან ძალიან შორს უნდა იყოს – პლანეტა X მზის სისტემის კიდეზე; ეგზოპლანეტა მზის სისტემაში; კიდევ სუპერდედამიწების შესახებ).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=-I3X6hSOrhQ

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.