ეს მოვლენა, რამდენიმე თვიან სიბნელეს ასრულებს და ნათელ თვეებს იწყებს. დედამიწის პოლუსებზე მზის ამოსვლა რამდენიმე კვირა შეიძლება გაგარძელდეს, შუა განედებზე კი, რაც თვითონაც იცით, რამდენიმე წუთში. აისი პულუსებზე განპირობებულია დედამიწის ბრუნვის ღერძის დახრილობითა და პლანეტის მოძრაობით მზის გარშემო და არა დედამიწის ბრუნვით. ჰაერი (ბუნებრივი პრიზმა) რომ არ ყოფილიყო, მზის პირველი გამოჩენა პოლუსზე თანაბარდღეობისას (დღე-ღამ ტოლობა, ბუნიაობა) მოხდებოდა. სინათლის გარდატეხის გამო, მზის ზედა წერტილი დაახლოებით ორი კვირით ადრე ჩნდება. წარმოდგენილი მზის ამოსვლა ჰორიზონტიდან, დედამიწის სამხრეთ პოლუსის უზარმაზარ ყინულოვან ლანდშაფტზე, ორი კვირის წინ იქნა აღბეჭდილი. სამხრეთ პოლუსის წერტილი, რადიოკოშკიდან მარცხნივ რამდენიმე მეტრში მდებარეობს. ეს პოლარული მზის ამოსვლა განსაკუთრებით ფოტოგენური აღმოჩნდა, რადგან მზის დისკოს ზემოთ ე.წ მწვანე სხივიც ჩანს (რა არის თეთრი ღამეები?; მზის დგომა, ბუნიაობა და სეზონების ცვლილება; ღამის ცაზე მოციმციმე კინოსურა).
მზის ამოსვლა სამხრეთ პოლუსზე
Posted by