კვლევის ჩარჩოებში მეცნიერები დააინტერესა გალაქტიკური ჯგუფების ყველაზე კაშკაშა გალაქტიკებმა(Brightest cluster galaxy – BCG). ასეთი ობიექტები ძირითადათ ელიფსური ტიპის გალაქტიკებს მიეკუთვნებიან. მეცნიერებმა გამოიყენეს კოსმოსური ობსერვატორია „ჰაბლით“გადაღებული ფოტოები. ამ ფოტოებზე კარგად ჩანს ხსენებული ტიპის გალაქტიკების მკრთალი გარე რეგიონები. მათი უმრავლესობა დედამიწიდან 7 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.
ელიფსური გალაქტიკები ძირითადათ სხვა ტიპის გალაქტიკების შეერთებით წარმოიქმნება, ყველა მათგანის ცენტრში არის ზემასიური შავი ხვრელი, რომელიც ბირთვის ელვარებას იწვევს ელმაგნიტური გამოსხივების ყველა დიაპაზონში.
ასეთი ობიექტების განვითარების დინამიკის ანალიზმა მეცნიერებს საშუალება მისცა დაედგინათ, რომ დაახლოებით 7 მილიარდი წლის წინ გალაქტიკების ზრდის ტემპი მკვეთრად შემცირდა. ამ კლასის ობიექტთა უმრავლესობა ბოლო 9 მილირდი წლის განმავლობაშინ მხოლოდ 30%-ით გაიზარდა, მაშინ როცა მათემატიკური მოდელები მინიმუმ სამჯერად ზრდას ვარაუდობდნენ.
ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ანომალური ზრდის მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია. მათი თქმით, კვლევის შედეგები იმაზე მიუთითებენ, რომ გალაქტიკების განვითარების თანამედროვე მოდელები საჭიროებენ კორექტირებას.