არსებობს ორი საწინააღმდეგო მოსაზრება. ერთის მიხედვით, ყველაფერი რაც სამყაროში ხდება წინასწარ არის განსაზღვურული და ფატალურია, მეორეს მიხედვით, ყველაფერი შემთხვევითობაზე ან ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული… ხშირ შემთხვევაში, ამ თემაზე დილეტანტები კამათობენ, საინტერესოა, რას ამბობენ მენციერები?
ტვინი, გონებაზე ადრე იღებს გადაწყვეტილებებს
მათემატიკის პროფესორმა ოქსფორდიდან, მარკუს დუმ, ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელიც თითქოსდა ადამიანის თავისუფალ ნებას უარყოფს და ბედის არსებობას ამტკიცებს. ერთ-ერთი გადაცემის გადაღებისას BBC-ის არხზე, მან ნეიროინფორმატიკის პროფესორს, ჯონ დილან ჰაინსს სთხოვა, მისი ტვინის სკანირება მაშინ ჩაეტარებინა, როცა მარკუსს მოწყობილობაზე ასრებული ორი ღილაკიდან ერთ-ერთზე უნდა დაეჭირა. მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა – რომელი ხელით მოეხდინა ღილაკზე დაჭერა.
სკანირებამ აჩვენა, რომ გადაწყვეტილების შეგნებულად მიღებამდე 6 წამით ადრე, ტვინში გარკვეული უბნები აქტიურდებოდა. მარჯვენა ხელის არჩევისას გააქტიურებული ზონები, მარცხენას არჩევის შემთხვევაში გააქტიურებულებისგან განსხვავდებოდა. გამოდის, რომ გადაწყვეტილებას, რომელი ხელით დააჭირო ღილაკს, არა გონება ღებულობს (მე), არამედ ტვინის რუხი ნივთიერება.
”გონება, თქვენი ტვინის აქტიურობას აღიქვამს, ხოლო ტვინის გაუაზრებელი აქტიურობა თქვენი პიროვნების ზოგიერთ ასპექტს. ის, თქვენს მისწრაფებებსა და სურველბთან ჰარმონიაშია”.
მეორეს მხრივ, ისე კარგად ვიცით კი ჩვენს ტვინში მიმავალი აზროვნების პროცესები, რომ მათზე ასე უაპელაციოდ ვიმსჯელოთ?
მომავალი გაურკვეველია, ბედი არ არსებობს
წინა საუკლუნის პირველ ნახევარში, ვერნერ ჰაიზენბერგმა აღმოაჩინა, რომ ყველა ფიზიკური მოვლენა არ არის დეტერმინირებული, ანუ მათი მსვლელობა იქამდე მომხდარ მოვლენებზე არ არის დამოკიდებული. ალბერტ აინშტაინი, თავის მხრივ, დარწმუნებული იყო, რომ სერიული მკვლელების დანაშაულებანი წინასწარ იყო განსაზღვრული (თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სასჯელისგან ვერ იხსნიდა მათ)… მაშინ, რატომ არის ასე შეუძლებელი კვანტური ნაწილაკების სივრცული ადგილმდებარეობის დადგენა?
დეტერმინიზმი (ლათ. Determinare – განსაზღვრა), ან წინასწარგანჩინება — შეხედულება სამყაროს კანონზომიერების შესახებ, რომლის მიხედვითაც სამყაროში ყველაფერი მიზეზ–შედეგობრივი კავშირით არის განპირობებული, დეტერმინირებული. ამიტომ სამყაროში არ არსებობს არავითარი უმიზეზო მოვლენა ანუ შემთხვევითობა. შემთხვევითობა, მხოლოდ სუბიექტური არცოდნის გამო მოიხმარება მეცნიერებაში, თორემ თავისთავად სამყაროში არავითარი შემთხვევითობა არ არსეობს, სამყაროს მხოლოდ მკაცრი აუცილებლობა და მიზეზობრიობა მართავს (ქართ. wiki).
”აინშტაინი ცდებოდა. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ელექტრონს “ვუყურებთ”, ის მოძრაობს. ელექტრონის მდებარეობა განუსაზღვრელია” – ამბობს თეორიული ფიზკის პროფესორი მიჩიო კაკუ.
განუსაზღვრელობა თუ ნაწილაკების დონეზე არსებობს, მაშინ ის სხვა დონეებზეც უნდა არსებობდეს, ამბობს კაკუ. როცა სარკეში ვიყურებით, ისეთები არ ვართ, როგროც იმ მომენტში გამოვიყურებით… ”ეს არის მემილიარდედი წამის წინანდელი მე, რადგან სინათლეს დრო სჭირდება, რათა სარკიდან არიეკლოს და ჩემი თავი დამანახოს. შესაბამისად, ვერავის მომავალს ვერ განვსაზღვრავთ და ბედიც არ არსებობს” – ასკვნის კაკუ.
ფილოსოფ-კოგნიტივისტი, დენიელ კლემენტ დენეთის ვარაუდით, თვითონ საკითხი თავისუფალ ნებასა და წინასწარ განსაზღვრულობაზე (ან ბედზე) არაკორექტულადაა დასმული. ”უცნაურია, რომ ადამიანები თავისუფალ ნებასა და დეტერმინიზმზე საუბრობენ, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის ამ სიტყვების არსი. რას ნიშნავს გარდაუვალობა, ბედი?” – ამბობს დონეთი.
შეგვიძლია მაგალითები მოვიყვანოთ, როცა ადამინს შეუძლია ისეთი მოვლენების აცილება, როგორიცაა ზემოდან ჩამოვარდნილი აგურის თავში დაცემა… გაცილებით რთულია მეხის დაცემის თავიდან აცილება (მეხი ორჯერ დაეცა – 🙂 ), რომელიც მოულოდნელად “წყვეტს” სად და როდის ”დაგეცეთ”… ამიტომ, სხვადასხვა შემთხვევაში, გარდაუვალობის განხვავებულ ხარისხებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. მეორეს მხრივ, საიდან ვიცით, რომ სიტუაციები, როცა ჩვენ, მაგალითად, რაიმე სიტუაციას ვიცილებთ, რაღაც უმაღლესი ძალების მიერ არ არის წინასწარ დაგემილი?
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ესა თუ ის გზა თვითონ ამოვირჩიეთ, ჩვენი ცხოვრება სწორი ან არასწორი გზისკენ მივმართეთ… შეიძლება კი იმაზე საუბარი, რას ვიმსახურებდით სინამდვილეში? იქნებ, არჩევანში შევცდით… ”მომავლის, ბედის შეცვლას აპირებთ: რას ცვლით რაზე? თვლით, რომ მომავალი გარდაუვალია?” – ეკითხება დონეთი თავის ოპონენტებს.
ერთი სიტყვით, ჯერჯერობით, ვერც იმას ვამტკიცებთ, რომ ადამიანი თავისი ბედის განმგებელია და ვერც იმას, რომ ბედის შეცვალა შეუძლებელია. ფიზიკური და ბიოქიმიური პროცესებიც კი, სრულიად ერთნაირ პირობებში, სხვადასხვაგვარ და წინასწარ დაუდგენელი ”სცენარებით” შეიძლება განვითარდეს. კი, იცხოვრო სამყაროში, რომელშიც დარწმუნებული ვერაფერში იქნები, ძალიან ძნელია. მეორეს მხრივ, იცხოვრო სამყაროში, რომელშიც ყველაფერი წინასწარაა დადგენილი, ძალიან მოსაწყენი…
ასე წვრილმანამდე თუ ჩამოვალთ სხვა სიტუაცია გვექნება და ზემოთ რომ ავალთ სხვა,,ჯამში ან სათამოაშოები ვართ, რომლებიც დედამიწაზე მოსვლის შემდგომ თვითონ არიან პასუხისმგებელი თავზე (ზემომდინარე “ცნობიერის დაგროვილი ან დაუგროვებელი მარაგით/რესურსით) ან სრულიად შემთხვევით ჩაშვებული სუბიექტები და როგორც ჩვენ შემთხვევით ვახდენთ გავლენას მიკროორგანიზმებზე ან მაგ: ჭიანჭველებზე ასე შემთხვევით ენერგიის(პოზ-ნეგ) გავლენით ხდება ჩვენზე ზემოქმედებაც(რა თქმა უნდა მასშტაბი დიდია აქ )თუუმცა სრულიად შემთხვევით ჩაშვებული არსებები ვართო ეგ მაინც არ მგონია.. მოკლედ დიდი ტემაა (y)
ბედი, ბედისწერა და მსგავსი სისულელეები ალბათ იმ ბაქტერიული აზროვნების გამო შეიქმნა, რომლის თანახმადაც სამყაროს ყოველ წამს, სეკუნდს თუ მინუტს ღმერთი განაგებს, ნუ კაით რა ფანტაზია მაინც ქონდეს ხალხს, თუ რატომაა ეს აბსურდული შეგიძლიათ ჩემს სტატიას გადახედოთ https://goo.gl/Z9Gczh და დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავს ზომბირებულ აზროვნებას აღარ მიემხრობით და ეცდებით საკუთარი რაღაც ახალი შექმნათ
“ფიზიკური და ბიოქიმიური პროცესებიც კი, სრულიად ერთნაირ პირობებში, სხვადასხვაგვარ და წინასწარ დაუდგენელი ”სცენარებით” შეიძლება განვითარდეს.”
ეს გასაგებია. გასაგებია რომ ადამიანში სწორედ ფიზიკურ-ბიოქიმიური პროცესები მიმდინარეობს და ზუსტად ერთიდაიგივე საწყისი პირობების შემთხვევაშიც კი სხვადასხვა შედეგი დადგეს.
მაგრამ
განა რომელიმე შედეგი თავისუფალი ნების მიზეზით დადგა, თუ შემთხვევითობით?
საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს თავისუფალი ნება? ბუნების რომელიმე ძალა განაპირეობებს?
ყველაფერს მართავს ბუნებაში არსებული ძალები, ოთხია ახლა ცნობილი – სუსტიდან ძიერისკენ – გრავიტაცია, სუსტი ურთიერთქმდება, ელეტრომაგნიტური და ძლიერი ურთიერთმედება. “საიდან მოდის და საით მიდის”, ეს ჯერჯერობით უცნობია…