ალბათ გსმენიათ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩვენთვის ცნობილი სამყარო შეიძლება დესტაბილირდეს და სრულიად განსხვავებულ ფიზიკურ რეალობად გადაიქცეს. სამყაროს მმართველი ძალების, ნაწილაკების, რეაქციების, მასისა და სინათლისაც კი, ადგილს რაღაც ახალი დაიკავებს, თუმცა, ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება ჩვენთვის, რადგან რაღაც სრულიად აღუწერელ რამედ გადავიქცევით. ამ რაღაცას, ვარსკვლავურ მასალასაც კი ვერ ვუწოდებთ.
შეთქმულების თეორიის მომხრეები აღფრთოვანებულნი არიან ამ მოსაზრებით, მათ შორის სამყაროს ჰიგსისეული ბოზონით განადგურების შესახებ ჭორებითაც. სიხარული ნაადრევია, ან რა არის სასიხარულო სამყაროს განადგურებში?! შესაძლებელია, რომ ეს სცენარი გაცილებით ნაკლებად შესაძლებელი აღმოჩნდეს, ვიდრე ფიზიკოსებს აქამდე ეგონათ. ფიზიკოსი ანდრეი პიკელნერი და მისი ჯგუფი ჟურნალ Physical Review Letters-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერენ: ვაკუუმი სრულიად სტაბილური შეიძება იყოს და არა ”მეტასტაბილური”. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი სამყარო, მისი ძალები და ნაწილაკები, მარადიული გაცივების მდგომარეობაში იქნება.
სამყარო, ჰიგსის ველით შევსებული ვაკუუმია. მასში, ყოვლისმომცველი ენერგია მოქმედებს, რომელიც, ნაწილაკებთან ურთიერთქმედების შემთხვევაში, მასას სძენს მათ. მას გარკვეული მნიშვნელობა ან პოტენციალი გააჩნია, თან ალბათ, არა მარტო ერთი მნიშვნელობა. შეიძლება არსებობდეს ლოკალური მინიმუმი, იგივე ყალბი ვაკუუმი, რომლიდანაც ჩვენი ამოგდება რაიმე მსხივილმასშტაბიანმა მოვლენამ შეიძლება მოახდინოს. ასეთ შემთხვევაში სამყარო, ახალ, ან სხვა ლოკალურ(მეტასტაბილური) მინიმუმამდე, ან ჭეშმარიტ მინიმუმამდე(სტაბილური) დავა.
”თუ სამყარო პოტენციალის (ღრმა) მინიმუმზეა, მის მომავალში საგანგაშო არაფერია. მიუხედავად ამისა შესაძლებელია, რომ ახალნდელი მონიმუმი ”ლოკალურია” და კიდევ უფრო ღრმა მინიმუმი არსებობს, ეს პოტენციალი უძირო უფსკრულიც შეიძლება იყოს, რომელიც ლოკალური მინიმუმისგან რაღაც ბარიერით არის გამოყოფილი. ასეთ შემთხვევებში, სამყარო სხვა მდგომარეობაში შეიძლება ტუნელირდეს(კვანტური ტუნელირების ეფექტი), რომელშიც სიცოცხლის არსებობა შეუძლებელი იქნება. რა თქმა უნდა, ასეთი კატასტროფული მოვლენის ალბათობა მინიმალურია, რადგან სამყარო თავისი ახლანდელი სახით უკვე მილიარდობით წელია არსებობს” – ამბობს ალექსანდრე კუზენკო, კალიფორნიის უნივერსიტეტის(ლოსანჯელესი) ფიზიკოსი(მაინც რა ასაკისაა სამყარო?).
ჰიგსის ბოზონის აღმოჩენამ დაამტკიცა, რომ სამყაროს ენერგეტიკული მდგომარეობა ჰიგზის ველის პოტენციალზეა დამოკიდებული. კუზენკოს აზრით, უნდა გამოვთვალოთ, ჭეშმარიტ ძირითად მდგომარეობაში ვართ თუ რაღაც წერტილებზე გავჩერდით, რომლებიც ჰიგსისა და ზედა კვარკის მასებს ეფუძნება.
ჰიგსის ბოზონისა და სტანდარტული მოდელის სხვა ნაწილაკების დადგენილი მნიშვნელობების კორექტულობის შემთხვევაში, აბსოლუტური სტაბილურობა შესაძლებელია, ხოლო თუ სამყარო მეტალსტაბილურა, დიდი დასასრულის მომენტი შორეულ მომავალში თუ დადგება(ვაკუუმი: ორიგინალური და ყალბი; რამდენი ხანი იცოცხლებს სამყარო?).