ცხელი პლანეტის მაგნიტური ეკვატორი, გეოგრაფიულზე ჩრდილოეთიეთ მდებარეობს, მთლიანობაში, მერკურის მაგნიტურ ველს ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებაში დიდი დისბალანსი გააჩნია. აღმოჩენათა შორის ერთ-ერთი, რომელიც ამერიკულმა კოსმოსურმა აპარატმა გააკეთა.
მისიის ერთ-ერთი საჩუქარი – 52 კილომეტირანი კრატერის – დეგა, დეტალური გამოსახულება(განმარტება ქვმოთ)(NASA/Johns Hopkins University Applied Physics Laboratory/Carnegie Institution of Washington)).
არც თუ ისე დიდი ხანია რაც „მესენჯერი“ მერკურის ორბიტაზე გავიდა, თუმცა მზიდან პირველი პლანეტის ახლოს მან უკვე მუშაობის სამი თვე უკან მოიტოვა.
ნასას ინფორმაციით, აპარატმა ბევრი საინტერესო მონაცემი გადმოსცა. ყველაზე უცნაური, რა თქმა უნდა, ეს არის მერკურის ველის ასიმეტრია. მისი პირობითი ცენტრი წანაცვლებულია ჩრდილოეთით, ეკვატორული სიბრტყიდან 480 კილომეტრზე. შესაბამისად, პლანეტის გამდნარი ფენა, რომელიც ველის გენერაციას ახდენს, აგრეთვე უცნაურად არის დისბალანსირებული.
შედეგად მერკურის ველის ძალწირები სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებთან ახლოს მნიშვნელოვნად არიან ერთმანეთისგან გამნსხვავებულნი. კერძოდ, სამხრეთ პოლარული რეგიონი უფრო ღიაა კოსმოსიდან შემოჭრილი დამუხტული ნაწილაკებისთვის. ამან კი მერკურის ზედაპირის კოსმოსური „განიავების“ ასიმეტრია და ამ რეგიონის თავზე გაიშვიათებული ატმოსფეროს გაჩენა უნდა გამოიწვიოს.
მერკურის სამხრეთი პოლუსი, ჩრდილოეთი პოლუსისგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლებადაა დაცული მაღალ ენერგიული ნაწილაკებისგან, რომლბიც მზის „ქარის“ მაგნიტოსფეროსთან ურთიერთქმედების დროს აჩქარდებიან(NASA/Johns Hopkins University Applied Physics Laboratory/Carnegie Institution of Washington).
„მესენჯერიდან“ გადმოცემული ფოტოების საშუალებით შესაძლებელი გახდა ზოგიერთ საინტერესო რეგიონის დეტალური დათვალიერება. კრატერი დეგა, შესაძლებლობით 90 მეტრი პიქსელზე. ფოტოზე კარგად ჩანს მისი ნაპრალებით დაფარული ზედაპირი. ბზარები კოსმოსურ ობიექტთან შეჯახებით გამდნარი ქანების გაცივების მერე გაჩნდა. ჩანართში ნაცვენებია იმავე კრატერის შავთეთრი ფოტო, გაკეთებული აპარატ „მარინერ 10“-ის მიერ, თითქმის ოთხი ატეული წლის წინათ.
პლანეტის ზოგიერთი რეგიონი კი 10 მეტრი პიქსელზე გარჩევადობით იქნა გადაღებული. ასეთნაირად შეძლეს პლანეტოლოგებმა, ზოგიერთი კრატერის ფსკერზე ადრე აღმოჩენილი, კაშკაშა ლაქების შესწავლა.
გაირკვა, რომ ეს ლაქები წარმოადგენენ ასეულობით მეტრის ზომის ორმოებს(ზოგიერთი რამდენიმე კილომეტრის ზომითაც). ორმოები ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო ელვარე ჰალოებითაა შემოფარგლული. სავარაუდოთ, ეს შედარებით ახალგაზრდა წარმონაქმნებია, რაც პლანეტის ქერქში აქროლადი ნაერთების არსებობაზე მიუთითებს, თან უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე ადრე ეგონათ.
ყველაფერთან ერთად „მესინჯერმა“ უამრავი მაღალენერგეტიკული ნაწილაკი აღმიაჩინა, რომლებიც პლანეტის მაგნიტოსფეროში კურსირებენ. მათი აჩქარების მექანიზმი ჯერჯერობით გაურკვეველია. XRS და GRS – ორი დეტექტორი, რომლებიც ამ ენერგიულ ელექტრონებს იჭერენ(NASA/Johns Hopkins University Applied Physics Laboratory/Carnegie Institution of Washington).
სიურპრიზად იქცა მეკურის ქიმიური შემადგენობაც. რენტგენული სპექტრომეტრის მონცემების მიხედვით, პირველ პლანეტას გააჩნია სპეციფიური შეფარდება სილიციუმსა და მაგნიუმს შორის, ალუმინისა და სილიციუმს, კალციუმსა და სილიციუმს შორის.
მოწყობილობამ გოგირდის დიდი შემცველობა დააფიქსირა(სულფიდები). ამან მეცნიერებს აფიქრებინა, რომ მასალა, რომლისგანაც პლანეტაა აწყობილი, უფრო ნაკლებადაა დაჟანგული, ვიდრე დედამიწის ჯგუფის(მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი) დანარჩენი პლანეტების შემადგენელი ნივთიერება. ამ დასკვნას დიდი მნიშვნელობა აქვს მერკურის ვულკანიზმის შესწავლის საქმეში.
ელემენტების თანაფარდობა მერკურიზე(NASA/Johns Hopkins University Applied Physics Laboratory/Carnegie Institution of Washington).
და ბოლოს, მონაცემები ლაზერული სიმაღლის მზომიდან. მან მერკურის ტოპოგრაფიის დაზუსტება მოახდინა. კერძოდ, სიმაღლეების საერთო დაწევა 9 კილომეტრს აღემატება. სიმაღლის მზომი მეცნიერებს კიდევ ერთი იდეის შემოწმებაში დაეხმარა. 20 წლის წინათ დედამიწიდან გაკეთებულმა რადარულმა გადაღებება აჩვენა, რომ პოლუსებთან ახლოს მდებარე ზოგიერთ კრატერში არის ქანები რადიოსიგნალის კარგად არეკვლის უნარით. მკვლევარებმა გადაწყვიტეს, რომ ხედავენ(და არა მარტო წყლის) ყინულს, რომლებიც მუდმივ ჩრდილში მყოფი, კრატერების ყველაზე ღრმა რეგიონებში შემორჩა. პოლარული კრატერების გაზომვება აჩვენა, რომ ზოგიერთ ადგილზე მართლაც არის მონაკვეთები, რომლებზეც არასოდეს ხვდებიან მზის სხივები.