მარსის ტერაფორმირება მშვენიერი სავარჯიშო მოედანია კაცობრიობისთვის, ჯერ როგორც პლანეტათა შორისი ცივილიზაციად გადაქცევისთვის, ასევე შემდგომში სხვა ვარსკვლავების სისტემების ასათვისებლად. ჩვენ მზის სისტემაში რამდენიმე საინტერესო ობიექტია, რომლის ტერაფოემირება და მასზე ადაპტაცია უდიდესი გამოცდილებითი ნახტომი იქნება კაცობრიობისთვის(მარსი, ევროპა, ტიტანი, განიმედე, მთვარე როგორც ბაზა, პლანეტათა შორისი ბაზები). ეს მცდელობა მოგვცემს სტიმულს შემდგომი ტექნოლოგიური ნახტომებისთვის, რაც თავის მხრივ, ხშირ შემთხვევაში ემსახურება ცხოვრების დონის ამაღლებას. ამის მაგალითია ინდუსტრიული რევოლუციიდან დაწყებული ჩვენი მოკლე ისტორია.
მეორეს მხრივ, კიდევ ისეთი მნიშვნელოვანი სფერო, როგორიც არის სოციუმი და სოციალური ქცევები, მოყვება უდიდესი ცვლილებების ქვეშ სულ უფრო მზარდი სამყაროს გამო. ინდივიდის უფლებიბი მეტად უგულელყოფილი იქნება. სამყარო უფრო მომხმარებლური გახდება, ვიდრე დღეს არის. დღეს გვაქვს მიზეზი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან გვაქვას საერთო პლანეტა და ლამის სახეზე ვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლო კატაკლიზმს შეიძლება შეეწირონ. თუ მომხმარებლური ტენდენცია შენარჩუნდება და სოციუმი არ ტრანსფორმირდება ბევრად ჰუმანური მიმართულებით(რაც ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ შესძლოა გლობალური ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმაროს ამაში და თუ როგორ შემდეგ სტატიაში მოგითხრობთ)არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდეს იქნება სხვა ტერაფორმირებულ პლანეტებზე დაბადებულ – გაზრდილ ადამიანთა მოკვდინების ბრძანების გაცემა და აღსრულება,რადგან ჩვენ სენტიმენტები მათ მიმართ არ გვექნება.
გახდება საჭირო ახალი მიზნის ამორჩევა და ამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა იქცეს ლამის რელიგიად, რომ პლანეტებზე გაფანტული კაცობრიობა დარჩეს ერთიანი, მიზანსწრაფული ორგანიზმი. აღწერილ სამყაროში, რომლის შექმნის დიდი ალბათობაა ასეთ მიზნად შესაძლოა იქნეს ახალი აღმოჩენებისა და კვლევების წყურვილი(კუკებისა და მაგელანების ეპოქა). თუმცა თუ გავითვალისწინებთ დროის ფაქტორს და გავიხედავთ შორეულ მომავალში გარდაუვალი გახდება ადამიანების გაუცხოვება და როგორც ჩვევია საზოგადოებას მზგავსი ინტერესების მატარებელ ჯგუფებად დაყოფა.ამ პრობლემის გადალახვა შესაძლებელია მხოლოდ ინტენსიური კონტაქტით პლანეტებს შორის და სავაჭრო, სოციალურ, კულტურული ინტერესების შენარჩუნებით(ამის საშუალებას მხოლოდ ის ტექნოლოგიები მოგვცემს, რომელთა წარმოდგენა დღეს ძალზე რთულია(სისტემათაშორისი სწრაფი მოგზაურობა). თუმცა თუ გავიხედავთ კიდევ უფრო შორეულ მომავალში, დიდი ალბათობით, ევოლუციის გზით ადამიანები დაიწყებენ ადაპტაციას თავიანთ დედაპლანეტებზე, რაც გამოიწვევს ადამიანის ახალი სახეობების წარმოშობას, რაც თავის მხრივ, წარმოქმნის ახალ კულტურას, ახალი ქცევის წესებიდან გამომდინარე. ეს საკითხი ძალზე რთული გადასალახავი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელ დღეს კაცობრიობას ძალიან უჭირს რასიზმის, ჰომოფობიის, ქსენოფობიის გადალახვა, განსხვავებულის მიმართ შემწყნარებლობა. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ადამიანის სხვადასხვა სახეობას ძალიან გაუჭირდებათ თანაცხოვრება რაც გამოიწვევს ჯერ გაუცხოებას, ხოლო შემდგომ საომარ რიტორიკას.
მიუხედავად ყველა შესაძლო საფრთხისა ეს თამაში ღირს, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის როგორც ინდივიდის და კაცობრიობას როგორც ინდივიდების ერთობას ახასიათებს მუდმივი განვითარების წყურვილი და მთიდან დაძრული ქვა ვერასოდეს დაეკიდება შუა გზაზე, რადგან ჩვენი გზა განვითარების გზაა, ჩვენი განვითარება კი ცას უყურებს.
კაცობრიობის ცოდნისადმი წყურვილი უდიდესი მცდელობაა ღმერთთან მიახლოების ან მეორე თვალსაზრისით ღმერთის მკვლელობისა. თუმცა სინამდვილეში ეს ორივე წარმოდგენა ერთი და იგივეა, რადგან ღმერთის ფუნქციების შეთავსებით, მაგალითად, როგორიცაა კლონირება, ორგანოების გადანერგვა, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა(არსებობს პროგრამა გადაშენებული ცხოველების კლონირების გზით აღდგენისა, სამხრეთ კორეა), პლანეტის ეკოსისტემის ლოკალური და გლობალური ცვლილება, კოსმოს ათვისების პროგრამები, ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც სულ უფრო ემზგავსება ჯადოქრობას, ადამიანს ნელ-ნელა ანიჭებს ღმერთისთვის დამახასიათებელ ძალაუფლებას და ღმერთის არსებულ კონცეფციას აყენებს ჩრდილს. განვითარება მას ნაკლებად სარწმუნოს ხდის მისი უსარგებლობისდა გამო. ღმერთის არსებული კონცეფცია ვეღარ აღწერს რეალობას. შესაძლოა მომავალში ვიხილოთ მრავალი ახალი რელიგიის ჩამოყალიბება ციფრული და მატერიალური სამყაროების გამაერთიანებელი კონცეფციით.
ამ კონტექსტიდან გამომდინარე ძალზე საინტერესოა მარსის ტერაფორმირების ფაქტი(რომელიც შესაძლოა შედგეს). იმის წარმოსადგენად თუ რა ხდება ამ დროს ადამიანების თავში, ჩვენ კარგად უნდა დავინახოთ ის სოციალური მდგომარეობა, ანუ სტატუს კვო, რომელიც ჩამოყალიბდება მარსის ტერაფორმირებით.
კაცობრიობას უკვე აქვს ორი პლანეტა, ცაში ახედვისას ისინი უკვე დარწმუნებულები არიან იმაში, რომ იქიდანაც ვიღაც უყურებს. სამყაროს სიცარიელე ერთი მარცვლით შეივსო და იმედებით აავსო ადამიანების სული. ამ მომენტიდან შეუძლებლად უკვე აღარაფერი შეიძლება ჩაითვალოს და საზღვარი მარტო იქ გაივლება, სადამდეც ადამიანის ფანტაზია შეიძლება მიწვდეს. ადამიანი ბევრად თავისუფალი ხდება მის ოცნებებში. მაგალითად, გამოგვადგება კენედის დროინდელი ამერიკა, როცა აპოლონის პროგრამამ ამერიკელებს ახლი იმედები ჩაუსახა და ამან ადეკვატური ასახვა პოვა პოპ კულტურაში. მანქანებსაც კი რაკეტებს ამზგავსებდნენ – ფორდის, შევროლეტის, დოჯის ფირმის მანქანის მწარმოებლები, რადგან ეს დადებით ასახვას პოვებდა გაყიდვებზე. ალბათ, მარსზე გადაცხოვრების მსურველთა რიცხვი მილიონებს მიაღწევს, ხოლო ტურისტებს რა შეაჩერებს. საჭირო გახდება პლანეტათაშორისი ემიგრაციული პოლიტიკის შემუშავება. საჭირო გახდება პლანეტის გაერთიანებული მთავრობების ფორმირება, როგორც მარსზე, ასევე დედამიწაზე ქმედებების სინქრონიზაციისთვისა და კონფლიქტების პრევენციისთვის.
პარალელურად, ვითარდება ტექნოლოგიები. ადამიანების სიკვდილიანობა შემცირებულია, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზრდილი, პლანეტაზე ცხოვრების საშუალო დონე ოდნავ, მაგრამ მაინც გაზრდილია, ჯერ კიდევ დაუძლეველია მდიდრებსა და ღარიბებს შორის ზღვარი.
იქიდან გამომდინარე, რომ მარსი და მასზე ოცნება, პირველად, მოსახლეობის მდიდარი ფენისთვის იქნება ხელმისაწვდომი, შემდგომ, საშუალო ფენისთვის, ხოლო ღარიბებისთვის ხელმიუწვდომელი – სოციალური უფსკრული უფრო გაიზრდება. ღარიბების მუდმივი გამოუსავალი მდგომარეობა მოითხოვს ღმერთის მძაფრ შეგრძნებას, ხოლო მდიდრების – პირიქით. ამ მომენტისთვის დედამიწაზე ჩვენ მივიღებთ უზომოდ რადიკალურ რელიგიურ ჯგუფებს, რომლებიც თავიანთი გამოუსავალი მდგომარეობის გამო გადაწყვეტენ, რომ თუ ჩვენ არა, მაშინ არც არავის(დღევანდელი მაგალითი ICC), ხოლო მდიდარი ფენა შეეცდება მათ მოქრთამვას, თუ არ გამოვა ძალასაც მიმართავენ. მეორეს მხრივ, გახდება საჭირო ახალი მექანიზმების შემუშავება მზგავსი მოვლენების მინიმიზაციისთვის. სავარაუდოდ, ეს მექანიზმი იქნება მოსახლეობის ღარიბი ფენის ექსპლუატაცია მიზერულ შემოსავალზე, მარსის ტერაფორმირებაზე დახარჯული უზომო რესურსებისა და ხარჯების ერთის მხრივ შესამცირებლად, ხოლო მეორეს მხრივ ღარიბი, შესაბამისად უკმაყოფილო ფენის მუდმივი კონტროლი.
მარსის ტერაფორმირების დასრულებისთვის ჩვენ მივიღებთ უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის დიდ მასას და უკიდურესად მდიდარი მცირე კონგლომერატების ერთობას. ეს გაგრძელდება იმ მომენტამდე, სანამ მარსის ტერაფორმირების სარგებელი გადანაწილდება მოსახლეობის მასებზე. მმართველი ელიტა დაუშვებს კი ამას? ალბათ არა! დაიწყება უზომოდ მდიდარი კორპორაციების ერა.
სად არის ღმერთი? ღმერთი ისევ ბუდობს უფრო მძლავრად ღარიბი მოსახლეობის გულში, ვიდრე მდიდრებისა. მაგრამ მანაც განიცადა მოდიფიკაცია და ადაპტირდა რეალობასთან , რადგან ძველი სწავლება ვაღარ აღწერდა რეალობას, გახდა საჭირო ახალის დაწერა. შესაძლოა ჩვენ ვიხილოთ ახალი წინასწარმეტყველების ეპოქა, რომელიც იმედის ნაპერწკალს გაუჩენს ადამიანებს. ამ სცენარის განვითარების ალბათობა ნაკლები შემოსავლის მქონე ქვეყნებში უფრო მაღალია. ალბათ, ჩვენ პლანეტაზე ამ მომენტში თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე მეტი რელიგია და სექტა იარსებებს.
ღმერთი მარსზე! ტერაფორმირების დასრულების პერიოდში მარსი ჯერ კიდევ დაყოფილი იქნება კორპორაციებისა და სახელმწიფოების მიერ. მარსის მოსახლეობა ახლა იწყებს ფორმირებასა და თავისი უფლებებისთვის ბრძოლას. ის ჯერ კიდევ ჩანასახშია როგორც სოციუმი, მაგრამ აერთიანებს მიზანი, მინიმიზირებულ იქნას კორპორაციების ზეწოლა ჩვეულებრივ მარსელებზე. ამ ბრძოლიდან გამომდინარე ჩვენ მივიღებთ ლიდერებს, რომლებიც მოიტანენ ახალ სარწმუნოებებს, სავარაუდოდ, დაედამიწაზე არსებულზე დაყრდნობით. ანუ მარსული რელიგია გაჩნდება ადგილობრივი ლიდერების საჭიროებით მოახდინონ მოასხლეობის კონსოლიდაცია და ფოკუსირება. ეს ბრძოლა აუცილლებლად იქნება მოთხოვნით „დამოუკიდებელი მარსი“, დამოუკიდებელი დედამიწის ზეგავლენისგან, რადგან ადამიანის ბუნება მეტად სეპარატისტულია, მაგალითად გამოგვადგება შუა საუკუნეების კოლონისტური პოლიტიკა პლანეტაზე და კოლონიების დამოუკიდებლობამდე სვლის გზა. საბოლოოდ, მარსის აღქმა საჭირო გახდება როგორც დედამიწასთან თანაბარი უფლებების მქონე ციური სხეულისა, ხოლო მზის სისტემის – როგორც ერთიანი კონსოლიდაციის ცენტრისა.
საბოლოოდ, რისი თქმაც შეიძლება ის არის, რომ ღმერთი ამ მომენტში ჯერ კიდევ ცოცხალია, რადგან არსებობს გაჭირვება(იგულისხმება პრობლემის გადაჭრის ფიზიკური შეუძლებლობა და ზებუნებრივი ძალების ჩართვის აუცილებლობა)- არსებობს ღმერთიც. ადამიანმა თუნდაც თვალით იხილოს მის წინ მდგომი ღმერთი, გულში მაინც იმ ღმერთზე ილოცებს, რომელიც მისთვის ახლობელია. სანამ ადამიანს მარტო არ ძალუძს ყველა სახის პრობლემის გადაჭრა, იარსებებს ღმერთის აუცილებლობა მასში, თუმცა რაც დრო გადის, კაცობრიობის შესაძლებლობებიც პროგრესს განიცდის(ვირტუალური სამყარო – ახალი რელიგია?; მეცნიერება და კრეაციონიზმი: მარადიული ბრძოლა; ”მორწმუნე” შიმპანზეები?; „მორწმუნე პარაზიტები“; ვატიკანის წარმომადგენელი ”მეორე დედამიწის” აღმოჩენაზე საუბრობს).
შეგიძლიათ რამე სტატია მიუძღვნათ მარსის ტერაფორმირებას როგორ აპირებენ? თეორიულად რატქმაუნდა
შემდეგ სტატია ალბათ პლანეტების ტექტონიკაზე და ვენერას ევოლუცია ამ კონტექსტში. ამაზე ვისაუბრებ.