მარსზე ცხოვრებამ შეიძლება ჭკუიდან გადაგვიყვანოს?

 ჰავაიზე 6 ადამიანი სხვა პლანეტაზე ცხოვრების ფსიქოლოგიურ ასპექტებს იკვლევს(theatlantic.com).

 მაშინ, როდესაც კოსმოსში ადამიანის მოგზაურობის იდეა რეალობად იქცა, გამოჩნდა ვიღაც, ვინც ეჭვის თვალით შეხედა არა მარტო კოსმოსურ ფიზიკას, არამედ – კოსმოსურ ფსიქიკასაც: როგორ გავლენას მოახდენს უკიდეგანო სივრცე ადამიანის გონებაზე? გამოიწვევს თუ არა ის კლაუსტროფობიას (დახურული სივრცის შიში), რასაც განაპირობებს მიკროგრავიტაცია და იმავდროულად, ხანგრძლივი იზოლაცია კოსმოსურ ხომალდში? გამოიყვანს თუ არა წყობიდან ასტრონავტებს დედამიწასთან ხანგრძლივი განშორება? გვემუქრება თუ არა ფანტასტიკურ მოთხრობებში არა ერთხელ აღწერილი კოსმოსური სიგიჟე(space madness)?

 საბედნიეროდ, კოსმოსი ადამიანს ჭკუიდან არ შლის. თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ კოსმოსის სრულიად უცხო გარემო ადამიანის ფსიქიკაზე გავლენას არ ახდენს. ”კოსმოსური სიგიჟის” ახალი ვერსია გვეკითხება: როგორ იმოქმედებს ჩვენზე მშობლიურ პლანეტასთან ხანგძრლივი განშორება? როგორ მოერგება ადამიანის ემოციური მდგომარეობა იმ კოსმოსურ საიდუმლოებას, რასაც მარსზე ცხოვრება ეწოდება?

 NASA იმედოვნებს, რომ ამ კითხვებზე პასუხებს იპოვის. 2014 წლის აპრილის პირველ კვირას სააგენტომ ხელშეკრულება გააფორმა ჰავაის კუნძულების მანოას უნივერსიტეტთან და მარსის სიმულაციის უახლესი ექსპერიმენტიც დაიწყო (the latest version of its Mars simulation experiment); ჰავაის დიდ კუნძულზე, ზღვის დონიდან 2500 კმ სიმაღლეზე, მარსის პირობებისადმი იმდენად მიახლოებული გარემოა, რამდენადაც ეს შეიძლება დედამიწაზე იყოს, კერძოდ, მაუნა ლოას ვულკანური გრუნტი მარსის რეგოლითის მსგავსია. პროგრამა HI-SEAS- ის მიზანია, რაც შეიძლება ზუსტად მოახდინოს პლანეტა მარსზე ცხოვრების სიმულირება (what life would be like on Mars) და ადამიანურ ემოციებსაც მკაცრი გამოცდა მოუწყოს.

 ეს HI-SEAS-ის მისიის ფარგლებში მეორე პროგრამაა, რომელშიც მონაწილეობს 700 კანდიდატიდან შერჩეული სამი ქალი და სამი მამაკაცი, მათ შორის (they include) ნეიროფსიქოლოგი, აერო-კოსმოსური ინჟინერი და სამხედრო-საჰაერო ძალების ვეტერანი, რომელიც დიდი ხანია ავიაციაში ადამიანური ფაქტორების თავისებურებებს შეისწავლის. კვლევითი ჯგუფი ერთად იცხოვრებს 300 მ2 ფართობის მქონე თაღის ფორმის შენობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთისათვის სრულიად უცხო 6 ადამიანი, სულ მცირე, 4 თვეს გაატარებს არც ისე ფართო, დახურულ ნაგებობაში, რომელსაც ”მაღალტექნოლოგიურ იურტას” უწოდებენ.

iurta
”მაღალტექნოლოგიური იურტა” (NASA/HI-SEAS)

 ”ჩვენ, მათ მუდმივ სტრესში ვამყოფებთ” – ამბობს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი კიმ ბინსთედი – ”სწორედ ეს არის ექსპერიმენტის მიზანი”.

 მართლაც, ცდის განმავლობაში კვლევითი ჯგუფი ისევე იქნება ჩვეული გარემოდან იზოლირებული, როგორც ადამიანთა ნებისმიერი ჯგუფი მარსზე ცხოვრების შემთხვევაში: ახლობლებთან ერთადერთი კომუნიკაცია ელ-ფოსტის მეშვეობით განხორციელდება (რაც იმ 20-წუთიან პაუზებსაც ითვალისწინებს, რასაც მარსსა და დედამიწას შორის კომუნიკაციისას აქვს ადგილი). თუ ეს ფაქტორი დიდი სტრესის გამომწვევი არ იქნება, ამას სხვა სტრესული სიტუაციაც დაემატება: ჯგუფის თითოეულ წევრს უფლება ექნება კვირის განმავლობაში მხოლოდ 8 წუთის განმავლობაში მიიღოს შხაპი.  ეს განსაკუთრებით შემაწუხებელი იქნება გაბერილი და დაგმანული ტანსაცმლის – სკაფანდრის ფონზე, რომლის გარეშეც მათ გარეთ გასვლისა და მუშაობის უფლება არ ექნებათ, და ეს ყველაფერი ჰავაის სიცხეში.

 მთელი მისსის განმავლობაში მკვლევარები უწყვეტად დააკვირდებიან გამოსაცდელი სუბიექტების განწყობასა და ხასიათის ცვალებადობას, ურთიერთობას, შეგნებულ თუ შეუგნებელ ქცევებს, უნარ ჩვევებს და ექსპერიმენტების ზეგავლენას ყველა ამ პარამეტრზე.

 იმავდროულად, კვლევით ჯგუფს იმ აუცილებელი პროექტების შესრულება დაევალება, რომელთა განხორციელებასაც მარსზე გადარჩენისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს: 3-განზომილებიანი ბეჭდვით მიღებული ქირურგიული ხელსაწყოების გამოცდა, მცენარეების გამოზრდა მარსის პირობებში და ”მარსის სახლში” წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლება. მათ ასევე დაევალებათ ექსპერიმენტების ჩატარება საცხოვრებლის გარეთ, როგორიცაა, მაგალითად, ახლოს მომდინარე ვულკანური ლავის დინების რუკაზე დატანა (mapping nearby lava flows); ამგვარი დავალებების მეშვეობით გამოიცდება ჯგუფის ერთობლივი შრომისუნარიანობა მარსის გარემო პირობებში. საინტერესოა, რომ ყველა ეს სამუშაო 2013 წლის ექსპერიმენტების გაგრძელებასაც წარმოადგენს, რომლის მონაწილეებსაც მისსიის შემდგომი წევრებისათვის ”მარსული” საკვების მომზადება და დაკონსერვება ევალებოდათ (tried to make Martian meals that would be palatable to future colonists).

 და მაინც, რა მიზნით ატარებს NASA ამ ექსპერიმენტებს?  რისთვის აგზავნის ექვს ადამიანს ჰავაის, მართლაც რომ, შესანიშნავ შვებულებაში? იმიტომ რომ მარსზე საკაცობრიო მისსის განხორციელება NASA-სთვის პრიორიტეტია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ახალი ბიუჯეტის ფარგლებში ამ პროექტის სახსრები სეკვესტრირებიდან თუ შემორჩება ხოლმე. სააგენტოს ამ საუკუნის ოცდაათიანი წლებისთვის მარსზე საკაცობრიო მისსიის განხორციელება აქვს დაგეგმილი (a Martian mission that would launch in the 2030s), ამიტომ მეცნიერები უნდა დარწმუნდნენ, რომ მარსის მისსიის შესასრულებლად გაგზავნილი ადამიანები არა მარტო ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც კარგად მომზადებულები, ღირსეულად გაუმკლავდებიან მოსალოდნელ სირთულეებს(მარსული რეალითი-შოუ: პირველად ოპერატორი გაფრინდება).

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი(ასტრობიოლოგი).

One comment

  1. მომეწონა ძალიან მარიკა და დიდი ინტერესით ველოდები მარსის კოლონიზაციას.. ნეტავ ვიდეო მასალა არ იქნება ამ ექსპერიმენტზე.. 🙂

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.