ლოვჯოის კომეტა სუბარუმ გადაიღო

  მიუხედავად იმისა, რომ კომეტა ISON-ისგან მხოლოდ ყინულის ფრაგმენტებიღა დარჩა,  ამ დღეებში კომეტის დანახვა მაინც არის შესაძლებელი, ოღონდ სხვა კომეტის: C/2013 R1(Lovejoy), რომელიც ამა წლის სექტემბერში აღმოაჩინეს. ის პერიჰელიუმს 25 დეკემბერს გაივლის. 3 დეკემბრის დილას ასტრონომებმა ლოვჯოის გადასაღებად 8,2 მეტრიანის სარკის მქონე იაპონური ტელესკოპი ”სუბარუ” გამოიყენეს, რომელიც ჰავაის კუნძულებზე მდებარეობს(რომელია ყველაზე დიდი ოპტიკური ტელესკოპი?; დიდი ტელესკოპების ერა).
3 დეკემბერს, იქაური დროით დილის 6 საათზე, ლოვჯოიმდე მანძილი 80 მილიონი კილომეტრი იყო, ხოლო მზიდან 130 მლნ.კმ.

lovejoy okლოვჯოი აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ გვირგვინისა და ჰერკულესის თანავარსკვლავედებში გადაადაგილდება.

 ”ტელესკოპი სუბარუ, დიდი სარკიანი ტელესკოპისა და ფართოკუთხიანი კამერის უნიკალურ კომბინაციას წარმოადგენს, რაც კომეტის ბირთვის მაღალი დეტალიზაციის მქონე ფოტოების გადაღების საშუალებას იძლევა, კომეტის შთამბეჭდავი კუდის შიდა იონური სტრუქტურის თვალთახედვიდან ამოვარდნის გარეშე” – ამბობს დაკვირვების ერთ-ერთი მონაწილე. დამკვირვებელთა ჯგუფში ამერიკელი, ესპანელი და იაპონელი ასტრონომები შედიან. ამჟამად ლოვჯოის შეუიარაღებელი თვალით დანახვა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მზის ამოსვლის წინ არის შესაძლებელი(კომეტები).

4 comments

  1. დილაუთენია შეუიარაღებელი თვალითაც უნდა ჩანდეს ახლა(ამ დროს ცუდი ხილვადობაა აღმოსავლეთით), მერე როგორ იქნება ჯერ არ ვიცი…

  2. იმედია აისონივით არ დაიშლება…
    ტრაექტორია გამოთვლილი არის უკვე?

  3. მზესთან ახლოს არ მივა, 135 მილიონი კმ. იქნებაო 25 დეკემბერს, პერიჰელიუმში…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.