ლეოპარდის ლაქები მარსულ კლდეებზე

 რა ქმნის ამ უჩვეულო ლაქებს? ღია ფერის ლაქები მარსის კლდეებზე, თითოეული გარშემორტყმული მუქი ზოლებით, 2024 წელს აღმოაჩინა ნასას მარსმავალმა – “პერსევერანსი” (Perseverance), რომელიც ამჟამადაც იკვლევს მარსს. ლეოპარდის ლაქების მსგავსი წარმონაქმნები იმით არის საინტერესო, რომ ისინი უძველესი მარსული სიცოცხლის კვალი შეიძლება იყოს. მილიმეტრის ზომის ლაქები, დიდი ზომის ქვაზე იქნა აღმოჩენილი, სახელად “ჩეიავა ფალსი”. ამაღელვებელი, მაგრამ ჯერ დაუმტკიცებელი ვარაუდის მიხედვით, უძველესი მიკრობები ენერგიის გენერირებას ქიმიური რეაქციებით ახდენდნენ და ისეთი კვალი დატოვეს, რომლის მსგავსიც დედამიწაზეც არის აღმოჩენილი (ლიქენები). მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, არაბიოლოგიურმა ახსნამ შეიძლება გაიმარჯვოს, სპეკულაცია, რომელიც ფოკუსირებულია ხსენებულ პოტენციურ ბიოლოგიურ წარმოშობაზე, დიდ ინტრიგას აჩენს (კიდევ მარსული სიცოცხლის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.