ობიექტი D/1770 L1, შარლ მესიემ 1770 წლის ივნისში აღმოაჩინა. კომეტას, ანდრეი ლექსელის(რუსი ასტრონომი) სახელი უწოდეს, რომელიც კომეტებზე სპეციალიზირდებოდა და ამ ობიექტის ორბიტა გამოითვალა. ლეკსელის კომეტა იმით არის სახელგანთქმული, რომ ისტორიაში ცნობილ კომეტათა შორის დედამიწასთან ყველაზე უფრო ახლოს მოვიდა.
კომეტა აღმოჩენილ იქნა 1770 წლის 14 ივნისს, მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. ასტრონომი შარლ მესიე, იუპიტერის კვლევით იყო დაკავებული, თუმცა მერე, საკვლევ ობიექტთან შემჩნეულ სუსტი ნათების ”ნისლეულის” შესწავლაზე გადაერთო.
ეს ობიექტი კომეტა აღმოჩნდა, რომლის კომა უკვე 24 ივნისს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა და ბევრმა სხვა ასტრონომმაც შეამჩნია.
1 ივლისს, ლეკსელის კომეტა მაქსიმალურად ახლოს მოვიდა ჩვენს პლანეტასთან – 1,4 მილიონი კილომეტრი, მთვარეზე სულ რაღაც ოთხჯერ შორს, რაც კოსმოსური მასშტაბებით ძალიან მცირე დისტანციაა. კომეტას აღწერდნენ, როგორც ვერცხლისფერი ნათებით შემოფარგლულ კომას. ცაზე მისი მარტო ელვარე ნაწილი სავსე მთვარის დისკოზე დიდი ზომის იყო(ჰოლმსის კომეტის გიგანტური კომა – ეს კომეტა ძალიან ჰგავდა ლეკსელის კომეტას).
მესიე იყო ბოლო ასტრონომი, ვინც ლეკსელის კომეტა დაინახა, 3 ოქტომბერს, როცა კომეტა უკვე მზეს შორდებოდა და მას მერე ის არც აღარავის უნახავს. სავარაუდოდ, იუპიტერთან მიახლოებამ მისი ორბიტა შეცვალა და სამუდამოდ გააძევა მზის სისტემიდან(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი; კომეტები).