ენათმეცნიერი, ლევან ღვინჯილია, “ფეისბუქ” მომხმარებლებს (primetimenews.ge) ქართული შრიფტით სარგებლობისკენ მოუწოდებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული სოციალური ქსელით, ხელი შეეწყობა ქართული ანბანის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით უცხოელებისთვის.
“ყოველთა ქართველთა საყურადღებოდ! უდავოა, რომ „ფბ“-მა ამ ბოლო დროს ძალუმად შემოაბიჯა ჩვენს ყოველდღიურობაში. ~ ეს ქსელი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება; ~ ჩვენდა საბედნიეროდ, იგი იძლევა საშუალებას, ერთმანეთთან წერილობითი ურთიერთობისას (ქართველებმა) გამოვიყენოთ ჩვენი უნიკალური ანბანი და ე.წ. „პოსტები“ ან კომენტარები ვწეროთ ქართულად. ~ ეს ბედნიერება, რომ წეროს მშობლიური ანბანით, 7 000 -მდე ეროვნებიდან, მხოლოდ 14-სა აქვს და მათ შორისაც ჩვენი ანბანი იმითაცაა გამორჩეული, რომ ყოველ ბგერას ცალკე ასო-ნიშანი გამოხატავს… – მეტს აღარ გავაგრძელებ და ყველას მოგიწოდებთ: შემოუერთდით ჩვენ მიერ წამოწყებულ აქციას და მასობრივად გადმოდით ქართულ ანბანზე, თანაც ისე, რომ ნურც თქვენს უცხოელ მეგობრებთან დაკარგავთ კონტაქტს; – თუ არ იცით, ეს როგორ უნდა მოახერხოთ, მოგვმართეთ და გასწავლით, ან ერთმანეთს გაუზიარეთ გამოცდილება. – მიხარია, რომ ამ მოძრაობას უერთდებიან აშშ-ში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა და იტალიაში, ასევე რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე-ქართველები. – იმედია, არ დამჭირდება იმის მტკიცება, თუ რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოციალურ ქსელში ჩვენი ენისა და ანბანის სრულფასოვნად გამოყენების შესაძლებლობის სრულად ათვისებას. ~თითოეული თქვენგანის მიერ ფბ-ში საკუთარი სახელისა და გვარის ქართულად დაწერა ისევე უმნიშვნელოვანეს აუცილებლობად მიმაჩნია, როგორც საქართველოს გერბზე ქართული ანბანით გაკეთებული წარწერა – „ძ ა ლ ა ე რ თ ო ბ ა შ ი ა “; – მიუხედავდ იმისა, რომ ევროპელ და ამერიკელ ერებს უფრო გაუადვილდებოდათ მისი აღქმა, თუ დავწერდით -„DZALA ERTHOBASHIA”. ~ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან (გარდა საბერძნეთისა) არც ერთს, ვიმეორებ – არც ერთს არა აქვს საკუთარი ანბანი (მოგეხსენებათ, ლათინური დიდი ხნის მკვდარია, არადა, ქართულ ანბანს ის დროც “ახსოვს”, როცა ლათინური “ცოცხალი ენა” იყო!)……{ საჭიროების შესაბამისად შეგიძლიათ, ეს ტექსტი გაავრცელოთ მეგობართა შორის}.”– წერს ღვინჯილია.
ძალიან კარგი ამბავია,ძალიან მისასალმებელი და სასიხარულო.ლამის უკვე დაგვავიწყდეს ქართულად წერა.. 🙂