Х კატეგორიის ძლავრ ანთებას მოყვა 25 სექტემრის უფრო ნაკლებად ინტენსიური ანთებები, კატეგორიით M7.4 და M8.8. სამივე ანთება ლაქა 1302-ის აქტიურობამ გამოიწვია, ის არ არის ფოკუსირებული ზუსტად ჩვენი პლანეტის მიმართულებით, თუმცა დედამიწამ მაინც შეიძლება შეიგრძნოს ამ ანთების ზემოქმედება, რადგან ლაქა 1302 ნელნელა დედამიწისკენ ბრუნდება.
მზის დინამიკის ორბიტალური ობსერვატორია(SDO,NASA).
მზის მომატებული აქტიურობის დროს, რომელიც მაღალი კატეგორიის ანთებებით გამოირჩევა, ბევრ მგრძობიარე ადამიანში(განსაკუთერბით ჰიპერტონიკებში) შეიძლება გამოიწვიოს წნევის უეცარი ცვლილებები, თავის ტკივილი და სხვა. ამას გარდა, ზოგიერთი მიწის ზედაპირზე მყოფი აპარატურა შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს ან იმუშაოს ხარვეზებით.
მზის დინამიკის ობსერვატორიის თანამშრომელთა თქმით, ლაქა 1302 ჯერ კიდევ აქტიურია და უახლოეს მომავაში ალბათ არც დაწყნარდება.