მზე გიგანტურ კრისტალად გადაიქცევა

 ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფის(ა.შ.შ, ბრიატნეთი, კანადა) წევრთა აზრით, თეთრ ჯუჯად გადაქცეული მზის ბირთვში, ნახშირბადისა და ჟანგბადის იონების კრისტალიზაციის პროცესი დაიწყება(Nature).

 თეთრ ჯუჯად გადაქცევა, მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავთა ევოლუციის დამასრულებელი ეტაპია, მათ შორისაა მზეც. თეთრი ჯუჯას ბირთვის სიმკვრივე ათი მილიონი გრამია კუბურ სანტიმეტრზე. ასეთ ექსტრემალურ პირობებში, ატომთა ელექტრონული გარსები იშლება, მატერია, ელექრტონებისა და ბირთვებისგან შემდგარ პლაზმად წარმოგვიდგება(დეგენერაცია). პაულის აკრძალვის პრინციპი (პაულის პრინციპი – ვარსკვლავისთვის – განსაზღვრულ სივრცულ მოცულობაში შეიძლება იყოს არა უმეტეს ორი ელექტონისა საწინააღმდეგო სპინებითა და გარკვეული ზღვრულად დასაშვები სიჩქარეების ინტერვალებით), ერთნაირი სპინის მქონე ელექტრონებს, ერთი და იგივე კვანტური მდგომარეობის დაკავებას უკრძალკავს, რაც ვარსკვლავის შემდგომ შეკუმშავს აჩერებს. გრავიტაციულ კოლაფსს, დეგენერირებული გაზის წნევა ეწინააღმდეგება (ჩანდრასეკარის ზღვარი).

 გაცივებასთან ერთად (თერმობირთვული რეაქცია არ მიდის, თეთრი ჯუჯა, ცეცხლისგან დარჩენილ ნაკვერჩხალს შეგვიძლია შევადაროთ), ბირთვში იონების კრისტალიზაცია იწყება. პროცესის ხანგრძლივობა თეთრი ჯუჯას საწყის მასაზეა დამოკიდებული. ამავე დროს, ხდება სხვა პროცესიც, რომელიც დეგენერირებულ ბირთვსა და გარე გარსს აკავშირებს, რაც გამყარების დროს გამონთავისუფლებული ენერგიის გამოსვლასაც უწყობს ხელს. 50 წლის წინ, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მასიური თეთრი ჯუჯების (0,7 მზის მასაზე მეტი) კრისტალიზაცია ადრე უნდა დაიწყოს, ვიდრე კონვექტიური დაკავშირება, რაც ვარსკვლავის ფიზიკურ თვისებებზე ზემოქმედებს. ამ ეფექტის მტკიცებულება კი აქამდე არ არსებობდა.

 გაანალიზებული იქნა ფოტომეტრიული და ასტრონომიული მონაცემები, რომლებიც კოსმოსური ”გაია”-ს საშუალებით, 326 სინათლის წლის რადიუსში მდებარე თეთრ ჯუჯებზე იქნა შეგროვებული. შესწავლილი იქნა 15 109 ობიექტი, რომელთათვისაც ტემპერატურის, ზედაპირთან გრავიტაციის, მასისა და ატმოსფეროს შემადგენლობის დადგენა მოხერხდა. მეცნიერებმა, ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამა შეადგინეს, რომელიც ერთმანეთთან ვარსკვლავების აბსოლუტურ ვარსკვლავურ სიდიდესა და სპექტრულ კლასს (ფერი) აკავშირებს (ჰერცშპრუნგ-რასელის ვარსკვლავური დიაგრამა).

 გრაფიკზე, ასე რომ ვთქვათ, თეთრი ჯუჯების განივი  მიმდევრობა გამოვლინდა, რომლებისთვისაც მცირე აბსოლუტური მაჩვენებელი და ასაკთან შეუთავსებელი გაცივების ხარისხი იყო დამახასიათებელი. როგორც ჩანს, კრისტალიზაცია, სითბოს მოშორების მერე, შემდგომ მის კარგვას აფერხებს. ნამუშევრის ერთ-ერთი ავტორის, პიერ-ემანუელ თრემბლის თქმით, პირველად იქნა მიღებული მტკიცებულება იმისა, რომ თეთრი ჯუჯები მყარ მდგომარეობაში ნამდვილად გადადიან (მზე; თეთრი ჯუჯა; როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.