კრისტალები მარსზე

 ამ ახლოდან გადაღებულ ფოტოზე 5 სანტიმეტრიანი ქვის ნაწილია ნაჩვენები. ”ცნობისმოყვარეს” მექანიკურ ხელზე არსებული კამერით(Mars Hand Lens Imager – MAHLI) გადაღებული სურათებით აწყობილ მოზაიკაზე, წაგრძელებული კრისტალები ჩანან, რომლებიც წყალში გახსნილი მინერალების დალექვით წარმოიქმნენ, რაც მარსზე ერთ დროს არსებული ტბისა თუ მდინარის დაშორბასთან უნდა იყოს დაკავშირებული. მთა შარპის ძირთან მდებარე გორაკის – ფაჰრამპი, გაშიშვლებულ, ვარდისფერ კლდეებზე ნაპოვნი ქვა, სახელად მოჰავე, მტვრისგან სპეციალური ინსტრუმენტით იქნა გაწმენდილი, შემდეგ კი თეთრი შუქდიოდებით განათებული(„ცნობისმოყვარეს“ მიერ ღამე გადაღებული სურათბი).

mahli-lights
კამერა MAHLI თეთრი ნათების შუქდიოდებით.

 კამერა MAHLI-მ ეს ფოტო, ”ცნობისმოყვარეს” მარსზე დაშვებიდან(შიშის 7 წუთი) 809-ე მარსულ დღეს გადაიღო, რაც დედამიწისეულ 2014 წლის 15 ნოემბერს შეესაბამება. 1909 წელს გამოშვებული ცენტის გამოსახულება ლინკოლნის პორტრეტით ჩანართში, ფოტოს მასშტაბების განსაზღვისთვის არის წარმოდგენილი. მარსული მტვრით დაფარული მონეტა, რომელიც მარსმავალზეა მიმაგრებული, კამერა MAHLI-ით მიღებული გამოსახულებების კალიბრირებისთვის გამოიყენება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.