პლანეტური სისტემების წარმოშობის გაზურ-მტვროვანი ჰიპოთეზა, პირველად შემოთავაზებული იქნა ემანუელ სვედერბორგის მიერ 1734 წელს. ის განავრცო იმმანუელ კანტმა და გამოაქვეყნა 1755 წელს, როგორც თავისი წიგნის სამყაროს ბუნებრივი ისტორია და ზეცათ თეორია ნაწილი. 1796 წელს პიერ ლაპლასმა ამ ჰიპოთეზის მათემატიკური მოდელირება მოახდინა და დღემდე ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერ კოსმოსლოგიურ მოდელად მიიჩნევა, რომელიც ჩვენი და ყველა დანარჩენი (ეგზოპლანეტური) მზის სისტემის ჩამოყალიბებას სხნის. https://en.wikipedia.org/wiki/Nebular_hypothesis
ჩვენს ეპოქაში, თანამედროვე აღმოჩენებზე დაყრდნობით, დიდი შანსია, რომ სვედერბორგ-კანტი-ლაპლასის ჰიპოთეზა თ ე ო რ ი ა დ იქცეს. 2017 წელს NASA-ს კოსმოსურმა ტელესკოპმა Hubble ჰიდრას თანავარსკვლავედის წითელი ჯუჯა TW ვარსკვლავის გარშემო ჩრდილები დააფიქსირა. აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავის გარშემო პლანეტური სისტემის ფორმირება მიდის, ხოლო ჩრდილები გაზურ-მტვროვანი რგოლებიდან მომდინარეობს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ რამდენიმე ათეული გრადუსით არიან დახრილები.
2023 იმავე ვარსკვლავზე დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ პლანეტური დისკები არა ორი, არამედ სამია – როგორც ჩანს, დედამიწელის თვალთახედვით, ვარსკვლავის გრავიტაციის საერთო სიბრტყის გარშემო დისკებმა ორიენტაცია იცვალეს და მათ შორის კიდევ ერთი გაზურ-მტვროვანი რგოლი გამოჩნდა.
ახლა პლანეტურ დისკებზე დაკვირვებას NASA-ს ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპი იწყებს. თავიდან ის იგივე 17 პროტოპლანეტურ სისტემას გამოიკვლევს, რომლებიც ევროპის სამხ. ობსერვატორიის ჩილეს ატაკამას უდაბნოს დიდმა მილიმეტრულმა ტელესკოპმა ALMA გამოავლინა. ALMA ტელესკოპმა დაწვრილებით გამოიკვლია პროტოპლანეტური დისკების ზომები და სხვა ფიზიკური პარამეტრები, ჯეიმს უები კი ამ სისტემების ქიმიურ დეტალებს გამოავლენს.
მეტი: