დედამიწის ჩრდილები

 ამ ფოტოზე, დედამიწის ორი ჩრდილია აღბეჭდილი. პირველი ჩრდილის მოსაძებნად, შეხედეთ ატმოსფეროს ფერებს – მისი ზედა ნაწილი ვარდისფერია, ქვედა კი ლურჯი. ეს იმიტომ ხდება, რომ ზედა ნაწილს მზის პირდაპირ სხივები ანათებს, ქვედას კი არა. მეწამული უბანი შუაში ვენერას სარტყელის სახელით არის ცნობილი, თუმცა, ვენერა აქ საპირისპირო მხარესაა, მზესთან ახლოს. ქვედა ატმოსფეროს ცისფერი ფერი განპირობებულია იმით, რომ დედამიწა ბლოკავს მზის შუქს, ქმნის ჩრდილს ნომერი 1. მეორე ჩრდილი სადღაა? შეხედეთ მთვარეს. რაიმე უჩვეულოს თუ ამჩნევთ მის ქვედა მარცხენა მხარეს? ის ცოტა ჩაბნელებულია, რადგან დედამიწის ჩრდილშია, ეს არის დედამიწის ჩრდილი ნომერი 2. როგორც ხვდებით, ეს მთვარის დაბნელებაა, მასა და მზეს შორის დედამიწა მოექცა. ფოტო გადაღებულია 2018 წელს, სამპიერიდან სიცილიაზე (იტალია)

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.