ბრიტანელმა და ამერიკელმა ასტრონომებმა, კომეტისა და მზის შესაძლო პირდაპირი შეჯახება შეისწავლეს(The Astrophysical Journal).
მეცნიერთა შეფასებით, იმისათვის, რომ კომეტამ შეძლოს მზის ატმოსფეროს ქვედა ფენებში შეღწევა, მისი მასა მილიონ ტონას უნდა აჭარბებდეს. საკმაო ზომებისა და მზესთან ახლოს მისვლის შემთხვევაში, კომეტა 600 კილომეტრი წამში სიჩქარით გაექანება მნათობის ზედაპირისკენ.
ამ დროს, კომეტა განივ დეფორმაციას დაიწყებს და აფეთქდება, რაც დედამიწიდან დამზერადი ულტრაიისფერი და რენტგენის გამოსხივების გაჩენას გამოიწვევს. გამონთავისუფლებული ენერგიის რაოდენობა, კორონარული ამოფრქვევის ექვივალენტური იქნება, ოღონდ გაცილებით მცირე ფართობზე მოხდება, ატმოფეროში კი დარტყმითი ტალღა გავრცელდება(მზიური ცუნამი).
აქამდე, მეცნიერბს მხოლოდ მზესთან ძალიან ახლოს მოძრავ კომეტებზე დაკვირვების საშუალება მიეცათ. 2011 წელს კომეტამ C/2011 W3(ლოვჯოი), მზიდან 120 000 კილომეტრის მანძლზე გაიფრინა და მნათობის მილიონ გრადუსამდე გავარვარებულ გვირგვინში მოხვდა. მისი ბირთვის დამეტრი ნახევარ კილომეტრს უტოლდებოდა და სრულ აორთქლებას ამიტომაც გადაურჩა.
httpv://youtu.be/9H_SY05UNLU
მზიური ობსერვატორია „SOHO”(NASA).
httpv://youtu.be/fFC2IU-O8M0
SDO(NASA.)
httpv://youtu.be/dNvjJ38yKU8
ISON-ი და მზე.
2014 წელს კი კომეტა C/2012 S1(ISON) მიუახლოვდა მზეს და მთლიანად აორთქლდა(მტვრად ქცეული ISON-ი). მეცნიერთა აზრით, კომეტისა და მზის პირდაპირი შეჯახებები ადრეც ხდებოდა და კიდევ მოხდება, დაახლოებით საუკუნეში ერთჯერ(მზეს გადაურჩა; კომეტები).