ამჟამად მისი დანახვა პატარა ტელესკოპებითაცაა შესაძლებელი. ოფიციალურად კომეტამ მიიღო სახელი C/2009 P1(გარადი). მაქსიმალურ ელვარებას კომეტა 2012 წლის თებერვალში მიაღწევს. ამ დროს მისი სიკაშკაშე ადამიანის თვალის მგრძობელობის ზღვარს ოდნავ ქვემოთ იქნება. კომეტის კუდი უკვე შესამჩნევი გახდა, ამ ნეგატიურ ფოტოზე კი ის გადღაბნილი ლაქის სახით ჩანს. მზის სისტემის შიდა ნაწილებს კიდევ რამდენიმე კომეტა უახლოვდება. მათი ელვარებაც ნელნელა იზრდება. ერთ-ერთი მათგანი, C/2010 X1(ელენინი), შეუიარაღებელი თვალისთვის ხილული 2013 წლის დასაწყისშივე გახდება(ასტეროიდები).