ამ კომეტამ, მსოფლიო ასტროფოტოგრაფების იმედები ნამდვილად გაამართლა, მათ შორის, ქართველებისაც. წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო (ე.წ. “თაიმლაფსი”) გადაღებულია 18 ოქტომბრის საღამოს, სოფელ უდაბნოსთან ახლოს, ქართველი ასტროფოტოგრაფის, სანდრო შუღლაძის მიერ. C/2023 A3 (ცუჩინშანი–ATLAS)-ის ორბიტა რეტროგრადულია, ანუ მზის სისტემის პლანეტების მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდება, ეკლიპტიკური სიბრტყის მიმართ 139° დახრილობით. პერიჰელიონი მან 2024 წლის 27 სექტემბერს გაიარა, მზისგან დაახლოებით 58,5 მილიონი კილომეტრის (0,391 ა.ე.) დაშორებით. აპოგეა, დედამიწასთან უახლოესი წერტილი კი 2024 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 70 მილიონი კილომეტრის მანძილზე (0,47 ა.ე.) კომეტა არ მიუახლოვდა და არ მიუახლოვდება მზის სისტემის არცერთ გიგანტურ პლანეტას. ახალი შეფასებით, კომეტის ორბიტა სუსტად ჰიპერბოლურია (ექსცენტრიულობა 1-ზე ოდნავ მეტი). ეს ნიშნავს, რომ კომეტა, ჩვენი მნათობის შემოვლის მერე, სამუდამოდ დატოვებს მზის სისტემას. ასე რომ, უამინდობის მიუხედავად, სანდრომ, შორეული კოსმოსის სიღრმეებისკენ მოძრავი, ჩვენი მზის სისტემის ერთი ძალიან პატარა, მაგრამ უნიკალური ობიექტის გადაღება მაინც მოახერხა (კომეტები).
კომეტა C/2023 A3 (ცუჩინშანი – ATLAS) საქართველოს ცაში
Posted by