დედამიწის ხშირი სტუმარი, ერთბაშად ორმა კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა, ეს არის კომეტა 96P/მაკჰოლცი, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხვდება ხოლმე ჩვენი ტელესკოპების ხედვის არეში, თან ყოველთვის განსხვავებულად გამოიყურება.
მისი დამზერა 1996, 2002, 2007 და 2012 წლებში მოხდა; ეს არის მისია SOHO(მზისა და ჰელიოსფეროს დინამიკის ობსერვატორია/NASA)-ს მიერ ყველაზე უფრო ხშირად შემჩნეული ტრანზიტული ობიექტი. წელს ის სხვა აპარატის თვალსაწიერშიც მოხვდა – STEREO(მზე-დედამიწის ურთიერთქმედების შემსწავლელი ობსერვატორია/NASA). STEREO-მ ის სხვა რაკურსით დაინახა. კომეტის ერთდოული დამზერა ორი ერთმანეთისგან შორს მდებარე წერტილებიდან იშვიათად ხდება, ეს შემთხვევა უნიკალურია; ორივე ობსერვატორიით მიღებული მონაცემების გაერთიანებით, მეცნიერები ამ კომეტის გაცილებით უკეთეს გამოსახულებას მიიღებენ და მზის ქართან მისი ურთიერთქმედების დეტალებსაც დაადგენენ.
96P, ასტრომოყვარულმა დენ მაკჰოლცმა 1986 წელს აღმოაჩნა. მზის გარშემო ერთი ბრუნის გაკეთებას 5,24 წელი ანდომებს და ძალიან ხლოს მიდის მასთან – 11 მლნ.კმ. 2012 წელს გაირკვა, რომ ის რამდენიმე მყარი ნაწილისგან შედგება: ყველაზე უფრო მასიურ სხეულს ორი პატარა ფრაგმენტი მოყვება, ახლა კი მესამეც დაინახეს; კომეტის ქიმიური შემადგენელი და ორბიტა, მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ 96P მზის მიერ გამოჭერილი ვარსკვლავთ შორის მოძრავი სხეული შეიძლება აღმოჩნდეს. მისი სტრუქტურა ძალიან სწრაფად იცვლება, სავარაუდოდ, მზის გამოსხივების ზეგავლენით(კომეტები).