კომეტა 21P/ჯაკობინი-ცინერი უკვე ბინოკლშიც ჩანს. 9 სექტემბერს, ტელეობიექტივით(”ზუმიანი” ობიექტივი) გადადაღებულ ამ ფოტოზე, ის ვარსკვლავური გროვებისა და ნისლეულების ფონზე, მეეტლის თანავარსკვლავედში დაიმზირება. მწვანე კომა და გადღაბნილი კუდი, სხვადასხვა ფერის ვარსკვლავებთან და მოწითალო ნისლეულებთან კონტრასტირებს. პერიჰელიუმთან ახლოს, კომეტასა და დედამიწას შორის მანძილი სულ რაღაც 200 სინათლის წამს შეადგენდა(რა არის სინათლის წელი?). კუდთან, კარგად ცნობილი ნისლეულები მოჩანს, M38(ცენტრიდან მარცხნივ) და M36, ჩვენიდან 4 ათასი სინათლის წლის მანძილზე. ზედა მარცხენა კუთხესთან შეამჩნევთ ემისურ ნისლეულს – IC 405, იგივე ცეცხლოვანი ვარსკვლავები, რომლამდე მანძილი 1500 სინათლის წელია. მარჯვნივ – IC 410, ცნობილი თავისი თავკომბალებით, რომლებშიც ვარსკვლავები ფორმირდება(თავკომბალები IC 410-ში). იქამდე მანძილი 12 ათასი სინათლის წელია. ჯაკობინი-ცინერის კომეტა, მზის სისტემის კუთვნილებაა, ჩვენი ცენტრალური მნათობის გარშემო ის 6,5 წლიანი პერიოდით ბრუნავს და მეტეორული ნაკადის, ოქტომბრის დრაკონიდების წყაროა(კომეტები).
კომეტა, გროვები და ნისლეულები
Posted by