ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, კენტავრის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავთან, კოიპერის სარტყელის მსგავსი წრიული წარმონაქმნი აღმოაჩინა. მზის სისტემაში, კოიპერის სარტყელი ნეპტუნის ორბიტის იქეთ მდებარეობს, რომელშიც გაყინული მეთანის, ამიაკისა და წყლისგან შემდგარი ასტეროიდები მოძრაობენ(Astrophysical Journal Letters).
ვარსკვლავი HD 115600, დედამიწიდან 360 სინათლის წლის მანძილზე, მორიელი-კენტავრის ახალგაზრდა OB-ასოციაციაში(გრავიტაციულად კავშირის არ მქონე ვარსკვლავთა დაჯგუფებები) მდებარეობს. მნათობის ასაკი დაახლოებით 15 მილიონი წელია, ხოლო მისი ახლო სივრცე, 4,5 მილირდი წლის წინანდელი მზის შემომფარგლავ სივრცეს ჰგავს, კერძოდ, ახალგაზრდა კოიპერის სარტყელს, რომელიც ყინულოვანი პლანეტების ფრაგმენტებს შეიცავს და დახლოებით იგივე მანძილზე დმებარეობს HD 115600-დან, როგორც კოიპერის სარტყელი მზის სისტემაში.
HD 115600-ს რგოლი იგივე რაოდენობის ისთბოს იღებს, როგროც კოიპერის სარტყელი, ხოლო მისი მონაცრისფრო-ცისფერი იერი იმაზე მეტყველებს, რომ ყინულისა და სილიკატებისგან შედგება. ასტრონომები არც იმას გამორიცხავენ, რომ HD 115600-ის სისტემაში, იუპიტერზე მასიური გიგანტიც არის, რომელიც ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს(იაპონელებმა ზე-იუპიტერის ფოტო გადაიღეს).
HD 115600, ჩილეში მდებარე ტელესკოპის – Gemini South, საშუალებით აღმოაჩინეს, ინსტრუმენტით – Gemini Planet Imager (GPI). მისი კვლევა კი ასევე ჩილეში მდებარე ყველაზე დიდი ტელსკოპით(VLT) გარძელდება(მოკლედ კოიპერის შესახებ; მოკლედ მზის სისტემის შესახებ; როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს)