ხანგრძლივპერიოდიანი კომეტა C/2023 A3 (ცუჩინშანი – ATLAS), ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ჩინელმა და ნასას სამხრეთ აფრიკული ობსერვატორიის (ATLAS – დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახების ბოლო გაფრთხილების სისტემა) ასტრონომებმა, ამა წლის იანვარსა და თებერვალში აღმოაჩინეს. პერიჰელიუმს, ანუ თავისი ორბიტის მზესთან უახლოეს წერტილს, მომავალი წლის 28 სექტემბერს გაივლის, ჩვენს ცენტრალურ მნათობსა და ამ კომეტას შორის მანძილი 58 მილიონი კილომეტრი იქნება. სავარაუდოდ, კუდიანი სტუმარი შეუიარაღებელი თავლითაც ხილული იქნება, უკეთ, ვიდრე ბოლო ყველაზე ელვარე კომეტა იყო – კომეტა C/2020 FЗ (NEOWISE). 2023 წლის მარტის მდგომარეობით, მზიდან კომეტამდე მანძილი 7,3 ასტრონომიული ერთეულია (1,09 მილიარდი კილომეტრი).
C/2023 A3 (ცუჩინშანი – ATLAS)-ის ორბიტა რეტროგრადულია (მზის გარშემო პლანეტების ბრუნვის საწინააღმდეგო), დიდი დახრილობით ეკლიპტიკის მიმართ. პერიგეას, ანუ დედამიწასთან უახლოეს წერტილს გაივლის 2024 წლის 13 ოქტომბერს. კომეტა არ მიუახლოვდება მზის სოსტემის გიგანტებს, თუმცა, პლანეტების მხრიდან ზემოქმედების გამო, მისი ორბიტა გაიზრდება. დაზუსტდება თავში მოყვანილი და სხვა ყველა მონაცემიც (კომეტები).