შემოხაზულია ”კეპლერის” ხედვის არე.
პლანეტა ვარსკვლავის გარშემო 2,8 დღიანი პერიოდით ბრუნავს. ობიექტი, სახელად Kepler-21b, თავისი მნათობიდან 6 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. შედარებისთვის, მზესთნ უახლოესი პლანეტა მერკური, მისგან 57 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული.
ვარსკვლავთან ასეთი სიახლოვის გამო Kepler-21b-ს ტემპერატურა 1,6 ათსი გრადუსია. თვითონ ვარსკვლავი(HD 179070) ჩვენს მზეს ჰგავს. მისი მასა მზის მასის 1,3-ს შეადგენს, ხოლო რადიუსით 1,9-ჯერ მეტია მზის რადიუსზე. HD 179070 მზეზე ახალგაზრდაა, დაახლოებით 2,84 მილიარდი წელი(მზე 4,6 მლრდ. წლისაა) და საკმაოდ ახლოს იმყოფება მასთან – 352 სინათლის წელი.