მთელი ინფორმაციის შესანახავად, რაც კი კაცობრიობას მოუპოვებია, ერთი ჩაის კოვზი დნმ-ც საკმარისია, მისი სამუდამოდ შენახვის ჩათვლით. შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარები ინფორმაციის დიდი ხნით შენახვის ახალი მეთოდის შექმნაზე მუშაობენ, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის კოდირება და შენახვა მიკროსკოპულ ბურთულებში მოხდება, რომლებშიც მჟავაა მოთავსებული, დაბალ ტემპერატურაზე, მილიონობით წლის განმავლობაში.
თეორიულად, 1 გრამ დნმ-ში 455 ექსაბაიტი(1018 ბაიტი, 455 მილიონი ტერაბაიტი) ინფორმაცია შეიძლება მოთავსდეს. სპეციალისტთა შეფასებით, მსოფლიოში 1,8 ზეტაბაიტი(1021 ბაიტი) ინფორმაცია არსებობს, რომლის ჩასაწერად სულ რაღაც 4 გრამი დნმ იქნება საჭირო.
დნმ-ზე ინფორმაციის ჩაწერისა და წაკითხვის პირველი დემონსტრაცია ორი წლის წინ მოხდა, ზემოთ ხსენებული ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ, რობერტ გრასის ხელმძღვანელობით. ინფორმაციის ასეთნაირად შენახვის მეთოდის მაღალი ეფექტურობის მიუხედავად, გადაუჭრელ პრობლემად რჩება დნმ-ს თანდათნობითი დეგრადაცია.
გაქვავებული ნამარხი ძვლებიდან აღებული გენეტიკური მასალის შესწავლა, მეცნიერებს დნმ-ს დიდი ხნით შენახვის მეთოდის შემუშავებაში დაეხმარათ. მჟავა, სილიციუმის შუშის 150 ნანომტრიან ბურთულებში მოათავსეს, რითაც გაქვავებების იმიტაცია ხდება(ნანოტექნოლოგია).
მეცნიერთა თქმით, მონაცემთა ასეთნაირად შენახვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ბიბლიოთეკებისთვის არის ხელსაყრელი. ჯერჯერობით გაურკვევევლია, გაამართლებს თუ არა ამ მეთოდის გამოყენება კომერციული მიზნებისთვის(კიდევ დნმ-ზე; კოლაფსი ყველა კვალს წაშლის; შავი ხვრელი: მეხსიერების მოწყობილობა).