NASA-ს ახალი ხელსაწყო სახელად “კატები”(the Cloud-Aerosol Transport System, or CATS), ამ კვირაში უკვე საერთაშორისო კომოსურ სადგურზე იქნება. ბრჭყალები მას არ გააჩნია, თუმცა აქვს საკმაოდ ძლიერი და მგრძნობიარე ლაზერი(1), რომელიც მკველავერებს დედამიწის კლიმატის უკეთ კვლევაში დაეხმარება. ღრუბელ-აეროზოლური სისტემა(CATS) საკმაოდ კარგად აღჭურვილი და ძლიერი ხელსაწყოა, რომელიც ღრუბლებში არსებული პატარა ნაწილაკებისა თუ მტვრის დაფიქსირებას შეძლებს, იმას, რაც კლიმატის ცვლილებაზე დიდ გავლენას ახდენს. ამ ხელსაწყოდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევარები შეძლებენ გააუმჯობესონ ახალი კვლევები და დაადგინონ მიზეზი დედამიწის ატმოსფეროს ცვლილებებისა, წარმოდგენა შეიქმნან მის ევოლუციაზე.
თვითმფრინავების კვლები და CATS.
“კატები”, საერთაშორისო სადგურის გარე კედელზე დედამიწის პირისპირ იქნება დამაგრებული და მეცნიერებს საშუალებას მისცემს როგორც დღისით ასევე ღამითაც აწარმოონ კვლევები. ამ არაჩვეულებრივ ხელსაწყოს, რომლითაც მეცნიერები ამაყობენ, SpaceX-ის ტვირთმზიდი, სხვა საჭირო და სასარგებლო ნივთებთან ერთად, საერთაშორისო სადგურზე აიტანს. ეს ყველაფერი NASA-ს სულ რაღაც 1,6 მილიარდი ამერიკული დოლარი დაუჯდა(მყინვარების დნობის დასაწყისი).
ავტორი: თეო ჯაფარიძე.