ნასას ავტომატურმა კოსმოსურმა აპარატმა (“ჯუნო“) აღმოაჩინა, რომ იუპიტერის მაგნიტურ ველს რთული სტრუქტუტრა ჰქონია, დედამიწისგან განსხვავებით, ერთეული მაგნიტური პოლუსები მას არ გააჩნია. წითლად და ცისფრად ატმოსფეროს ზედა ფენებია ნაჩვენები, სადაც ძლიერი დადებითი (სამხრეთი) და უარყოფითი (ჩრდილოეთი) მაგნიტური ველი ფიქსირდება. კადრების მიმდევრობის პირველი ნაწილი, შედარებით ნორმალურ დიპოლურ (ორი პოლუსი) ველს გვიჩვენებს, შემდეგ კი თვალთახედვის არეში ველის ნაწილი ჩნდება, რომელიც დიდი ცისფერი ლაქის სახელით არის ცნობილი, ის არ არის დაკავშირებული იუპიტერის ბრუნვის პოლუსებთან. ანიმაციის მეორე ნახევარს იუპიტერის ბრუნვის ერთ-ერთ პოლუსთან მივყვართ, სადაც წითელი მაგნიტური ძალწირები წაგრძელებულია, ზოგან კი რკალისებურიც. იუპიტერის მაგნიტური ველის ბუნების კვლევა, დედამიწის იდუმალი პლანეტური მაგნიტიზმის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.
იუპიტერის მაგნიტური ველი “ჯუნოსგან”
Posted by