ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს, სახელად მშვილდოსანი A*. დაკვირვებებით დგინდებოდა, რომ მასთან ახლოს მოძრავი ვარსკვლავები ძალიან მასიური და კომპაქტური ობიექტის გარშემო ბრუნავდა. თუმცა, ახლახანს გამოქვეყნებული რადიოგამოსახულება (ჩანართში), რომელიც “მოვლენათა ჰორიზონტის სახელით” ცნობილი რადიოტელესკოპების სისტემით იქნა მიღებული, ირმის ნახტომის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის არსებობის პირდაპირი მტკიცებულებაა. როგორც ფარდობითობის ზოგადი თეორია წინასწარმეტყველებს, ამ შავი ხვრელის უძლიერესი გრავიტაცია, რომლის მასაც 4 მილიონი მზის მასას უტოლდება, სინათლის სხივებს ამრუდებს და ბნელ ცენტრს წარმოქმნის, რომელიც ელვარე რგოლისებრი სტრუქტურით არის შემოფარგლული. კოსმოსური და დედამიწის ზედაპირზე არსებული ტელესკოპებით ჩატარებული დამატებითი დაკვირვებები, დინამიური პროცესების უფრო დეტალურ სურათს გვაძლევს და “მოვლენათა ჰოროზონტის ტელესკოპით” მიღებული გამოსახულებისთვის უმნიშვნელოვანეს დამატებას წარმოადგენს. ამ გამოსახულების ძრითადი ნაწილი რენტგენისა (“ჩანდრა”) და ინფრაწითელ (“ჰაბლი”) დიაპაზონებში მიღებული მონაცემების დემონსტრირებას ახდენს. ნაჩვენები სივრცის ზომა 7 სინათლის წელია, ხოლო ჩანართში ნაჩვენებისა, ზუსტად გალაქტიკის ცენტრში, სულ რაღაც 10 სინათლის წუთი, რომლამდე მანძილიც 27 ათასი სინათლის წელია.
ირმის ნახტომის ზემასიური შავი ხვრელი
Posted by