თქვენი პერსონალური სატელიტი

 კაცობრიობა ყოველ დღე  ახლის ძიებაშია, დღითი დღე კეთდება ახალი აღმოჩენები, იქმნება ბევრად უფრო ახალი და განვითარებული ტექნოლოგიები, უკან კი ძველი და უკვე მივიწყებული მეთოდები რჩება. კორნელის  უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ზაკ მანჩესტერი, ნასას კალიფორნიის ლაბორატორიაში ყველაზე პაწაწინა სატელიტის შექმნას შეუდგა, რომელიც სულ რაღაც საფოსტო მარკის ხელა იქნება. სატელიტს მთლიანი ზომით 30 სმ, რომელზეც კიდევ 200 პატარა სატელიტი იქნება მიმაგრებული, ახალგაზრდა მეცნიერმა „სპრაიტი“ შეარქვა. სატელიტის უნიკალურობა არა მხოლოდ მის დიზაინშია, არამედ იმაშიც, რომ დაფინანსება გულშემატკივრების მიერ მოხდა.

 სატელიტის ავტორის სურვილია, რომ თითოეულ ადამიანს შეეძლოს თავისი პერსონალური სატელიტით, კოსმოსში საკუთარი სურვილები გაგზავნა.

 მიუხედავად ”სპრაიტის” ასეთი სიმცირისა და სითხელისა, ის საკმაოდ ბევრი ფუნქციებითა და ტექნოლოგიით არის დატვირთული. მუშაობს მზის ენერგიაზე, გააჩნია რადიო გადამცემი, ორი სენსორი-მაგნიტომეტრი და გიროსკოპი, რომელთა ფუნქციაა შეიგრძნონ დედამიწის მაგნიტური ველი და მიიღონ მისგან წამოსული სიგნალი. პაწაწინა სატელიტები ერთმანეთთან ხერხემლის მალებივით მჭიდროდ იქნებიან მიბჯენილნი.

 სატელიტის ყველაზე სინტერესო მხარე იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულ ადამიანს, რომელსაც თავისი სატელიტი აქვს, საკუთარი 10 ციფრიანი კოდით, ექნება უნიკალური შესაძლებლობა აკონტროლოს თავისი კოსმოსური ნაწილი დედამიწის ორბიტაზე, ანუ საკუთარი კოსმოსური ტერიტორია, თავად გახდეს კოსმოსური ცხოვრების მონაწილე.

 გამომდინარე სატელიტის ასეთი დაბალბიუჯეტიანი ხარჯებისა, ახალგაზდრა მეცნიერის პროექტი დაამტკიცეს და სექტემბერში უკვე ორბიტაზეც გაუშვებენ, სატელიტის ავტორი გვპირდება, რომ რამდენიმე წელში ”სპრაიტი” კიდევ უფრო დაიხვეწება და სხვა მრავალ ფუნქციასაც შეიძენს და თუ სატელიტმა გაამართლა, თქვენ,  iPhone-ს ფასის სანაცვლოდ, საკუთარი კოსმოსური ”ხომალდი” გექნებათ(სპრაიტი).

 ავტორი: თეო ჯაფარიძე.

3 comments

  1. მგონი თანამგზავრი უფრო მეტად დამკვიდრებული ტერმინია, ისე ქართულად ტექნიკური ტერმინოლოგიის პრობლემა ნამდვილათ არის, განსაკუთრებით ტექნიკის თანამედროვე დარგებში.

  2. კი, თანამგზავრი უფრო მეტად დამკვიდრებული ტერმინია და ტერმინოლოგიის პრობლემაც გვაქვს, ვცდილობ მაქსიმალურად გავაქართულო, ასტრონომიის პოპულარიზაციასთან ერთად ჩემი უმთავრესი მიზანია, თუმცა სიტყვა ”სატელიტსაც” უკვე ვეღარასოდეს მოვიშორებთ, მით უმეტეს, რომ სხვა დატვირთვით უფრო შესაბამისია, მაგალითად, სატელიტი სახელმწიფოები და ა.შ…

  3. ღია რეპოზიტორია გავხსენი github-ზე,
    https://github.com/SaturnR/geo_tec_terminology
    თუ სურვილი გექნებათ, დავამატოთ ხოლმე სხვადასხვა ტერმინები და განმარტებები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.