პატარა კომეტები, ხვდებიან რა მზესთნ ახლოს, ორთქლდებიან, უფრო დიდებს კი შეუძლიათ კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდნენ ამ გავარვარებულ გიგანტურ სფეროს. აქამდე ასტრონომებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა უშუალოდ დაემზირათ მზის მახლობელი კომეტის ვარსკვლავთან ახლოს გავლის მომენტი, თუმცა 5 ივლისს SOHO-ს კამერებმა ამ მომენტის დაფიქსირება შეძლეს.
აპარატი SOHO პირველ რიგში შექმნილია მზეზე დასაკვირვებლად, ამისათვის მასზე დამონტაჟებული სპეციალური კამერა კორონოგრაფი(Large Angle and Spectrometric Coronagraph – ფართო კუთხიანი სპექტრომეტრული კორონოგრაფი), ის ბლოკირებას უკეთებს მნათობის ცენტრალურ ელვარე ნაწილს და ხილულს მხოლოდ მზის გვირგვინს ტოვებს. ეს იმ ობიექტების დანახვის საშუალებას იძლევა, რომლებიც მზესთან ახლოს იმყოფებიან, ჩვეულებრივი კამერით გადაღების დროს კი არ ჩნან.