თერმული წყაროს კვალი მარსზე

 აპარატი ამჟამად კრატერ ინდევორის კიდესთანაა – 22 კილომეტრიანი, ასტეროიდის დარტყმით გაჩენილი ორმო. ”ოპორტუნიტი” კრატერამდე ოთხი წელი მიდიოდა. საწყის და ბოლო წერტილს შორის მანძილი 11 კილომეტრია, თუმცა წინაღობების შემოვლის გამო მარსმავალს დიდ ხანს მოუწია მოგზაურობა.

”ოპორტუნიტის მანიპულატორი.

 ”საეჭვო” რეგიონი, რომლის კვლევაც აპარატმა დაიწყო ტისდეილია (Tisdale). ეს კლდე ცინკის და ბრომის მაღალი შემცველობით გამოირჩევა – დედამიწაზე ამ ელემენტების ძირითადი გადამტანი ცხელი წყალია. ადრე, მარსის ორბიტალურმა ზონდებმა ტისდეილის გარშემო დიდი რაოდენობით თიხა აღმოაჩინეს, ის კი გარემოს დაბალი მჟავიანობის შემთხვევაში ფორმირდება. თუ ანალიზი, რომელსაც ”ოპორტუნიტი” ჩაატარებს, ამ მონაცემებს დაადასტურებს, მაშინ რამდენიმეჯერ გაიზრდება შანსი იმისა, რომ აქ თერმული წყარო იყო და შესაბამისად, სიცოცხლის გაჩენისათვის შესაფერისი პირობები.

 დღევანდელი დღისთვის ”ოპორტუნიტი” ერთად ერთი ფუნქციონირებადი აპარატია, რომელიც მარსის ზედაპირზე მუშაობს. თავის ტყუპ ”სპირიტთან” ერთად ის პლანეტაზე 2004 წლიდან იმყოფება. 2009 წლის აპრილში ”სპირიტი” ქვიშაში ჩაეფლო, რომლიდანაც მისი ამოყვანა ვერ მოხერხდა. 2010 წლის მარტში კავშირი აპარატთან საბოლოოდ გაწყდა(როგორც ცანს ვერ გადაიტანა მარსული ზამთარი). ამ დროიდან ეს მისია დამთავრებულად ითვლება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.