ზემასიური შავი ხვრელების შერწყმა

 შავი ხვრელების შერწყმის მომენტი, გრავიტაციული ტალღების მკვეთრ სიგნალს იძლევა, საინტერესოა, მოხდება თუ არა სინათლის გამოსხივებაც, თუ ისინი გაზით იყო შემოფარგლული? ამის დასადგენად, ასტროფიზიკოსებმა რთული კომპიუტერული მოდელი შექმნეს. შემომფარგლავი გაზისა და სინათლის მოდელირებისას გათვალისწინებული იქნა ფარდობითობის ზოგადი თეორიის ეფექტები. თავიდან, სისტემა ზემოდან ჩანს, შემდეგ კი გვერდიდან, სადაც გრვაიტაციული ლინზირებით გაჩენილი უჩვეულო დეფორმაცია საუკეთესოდ ვლინდება. რიცხვითი გამოთვლები გვიჩვენებს, რომ გრავიტაციულმა და მაგნიტურმა ძალამ, მაღალ ენერგიულ დიაპაზონებში, როგორიც არის ულტრაიისფერი და რენტგენის გამოსხივება, ნათებისთვის საკმარისი ენერგია უნდა გადსცეს გაზს. ასეთი ნათების რეგისტრაცია მეცნიერებს საშულებას მისცემს მანამდე აღმოაჩინონ და შეისწავლონ შავი ხვრელები, სანამ მათი შერწყმა მოხდება(შავი ხვრელების შერწყმა – გრავიტაციული ტალღების წარმომქმნელი კოსმოსური კატაკლიზმი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.