ზოგიერთი ზეახალი ვარსკვლავი ორჯერ შეიძება აფეთქდეს. ეს მაშინ ხდება, როცა პირველი აფეთქება, დეტონატორივით მოქმედებს მეორესთვის. სავარაუდოდ, სწორედ ორმაგი დეტონაციით გაჩნდა ზეახალი SNR 0509-67.5. ამ ორმაგ ვარსკვლავურ სისტემაში, გრავიტაცია აიძულებს დიდსა და “ფუმფულა” ვარსკვლავს, გაზი გადასცეს გაცილებით პატარა და მკვრივ თეთრ ჯუჯა კომპანიონს. გარკვეული დროის მერე, თეთრი ჯუჯა მძიმდება (დაახლოებით 1,4 მზის მასა, ჩანდრასეკარის ზღვარი), მისი ტემპერატური კი იზრდება.
თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის აფეთქება Ia ტიპის ზეახლად. ჯუჯა მნთლიანად ნადგურდება, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდება.
პატარა თეთრი ჯუჯების ზეახლებად ანთების მოდელირება გვიჩვენებს, რომ ჩანდრასეკარის ზღვრამდე მათი მასა ვერ იმატებს და ამიტომ, აფეთქება ორმაგი დეტონაციის გზით შეიძლება მოხდეს. ნახშირბადისა და ჟანგბადისგან შემდგარი თეთრი ჯუჯა, ჰელიუმის თხელი ფენით არის დაფარული, რომელიც მან კომპანიონ ვარსკვლავს მოჰპარა, ან თვითონ არის ჰელიუმით გაჯერებული. ასე უფრო “ადვილია”, ვიდრე ჩანდრასეკარის ზღვრამდე დამძიმება.
პირველი აფეთქება ჰელიუმის გარსში ხდება, შეკუმშვისა და თანმდევი გაცხელების გამო. აფეთქების ტალღა კუმშავს ნეხშირბად-ჟანგბადის წიაღს, ხდება მეორე აფეთქებაც, რომელიც თეთრ ჯუჯას Ia (II ტიპის ზეახლებად მარტოხელა მასიური ვარსკვლავები ინთებიან) ტიპის ზეახლად ანთებს. მოდელირების დადასტურება, ასტრონომებმა, ზეახალ SNR 0509-67.5-ში დაინახეს.
ჩილეში მდებარე “ძალიან დიდი ტელესკოპით” გადაღებულ ფოტოებზე, SNR 0509-67.5-ის ორმაგი გარსი დაიმზირება, რომლის სტრუქტურა და რადიუსები ორმაგი დეტონაციის ჰიპოთეზას ეთანხმება. წარმოქმნილი ნისლეულის დიამეტრი 23 სინათლის წელია და 5000 კმ/წმ. სიჩქარით ფართოვდება. მდებარეობს მეზობელ ჯუჯა გალაქტიკაში – მაგელანის დიდი ღრუბელი, რომლამდე მანძილი160 ათასი სინათლის წელია. ჯერ კიდევ გაუგებარია, დაახლოებით 400 წლის წინათ მომხდარი ელვარე მოვლენა რატომ ვერ შეამჩნიეს ძველმა ასტრონომებმა და სად არის კომპანიონი ვარსკვლავი.