მეცნიერებმა ამერიკის რამდენიმე კვლევითი ცენტრიდან, მათ შორის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, გალაქტიკა М51-ში მომხდარი ზეახლის ანთების კვლევის შედეგები წარმოადგინეს. დაკვირვება ”ჰაბლითა” და მიწაზე მდებარე მცირე სიმძლავრის ავტომატური ტელესკოპებით ხდებოდა(arxiv.org).
_ზეახლის ანთება 2011 წლის 31 მაისს იქნა შემჩნეული და ის მხოლოდ დიდი ტელესკოპების მფლობელებმა დაინახეს, რადგან პიკური სიკაშკაშე მხოლოდ 12 ვარსკვლავურ სიდიდეს აღწევდა. ასტრონომებმა ზეახლის გამოსხივების სპექტრი შეისწავლეს და მასში წყალბადის ზოლის განსაზღვრის მიხედვით აფეთქების ტიპი დაადგინეს – IIb. ეს იმას ნიშნავს, რომ დაღუპულ ვარსკვლავს კომპანიონი ჰყავდა, რომელმაც წყალბადის გარსის მნიშვნელოვანი ნაწილი თავისკენ გადაქაჩა, რის მერეც, ძირითადათ ჰელიუმისაგან დარჩნილმა ნაწილმა კოლაფსი განიცადა, თანმდევი თერმობირთვული აფეთქებით.
_ანთების ადგილის ფოტოების ადრინდელ ფოტოებთან შედარება ვარაუდის გამოთქმის საშუალებას იძლევა, რომ აფეთქება ყვითელმა ზეგიგანტმა წარმოქმნა, თუმცა მეცნიერები ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ არიან. ძალიან დიდი მანძილი, 23 მილიონი სინათლის წელი, კატასტროფის ადგილის დეტალურ დათვალიერებას აძნელებს. მეორადი ნათების შემცირების მერე საქმეში ”ჰაბლი” ჩაერთო.
ყვითელი ზეგიგანტი გაქრა და მის ადგილზე შავი ხვრელი უნდა იყოს. ხოლო კომპანიონი, ანუ ორმაგი სისტემის მეორე ვარსკვლავი, ადგილზე უნდა დარჩენილიყო. გამოთვლები, გადარჩენილი ვარსკვლავის 2013 წელში დანახვის შესაძლებლობისკენ მიუთითებს, მაშინ, როცა სინათლის ექო, ანარეკლი შემომფარგლავი გაზურ-მტვროვანი ღრუბლებიდან ჯერჯერობით არ არის რეგისტრირებული(ყვითელი ზეგიგანტი IRAS 17163-3907).
ვარსკვლავი ზეახლად აფეთქებაში გაქრა
Posted by