ეს უხარისხო მფრინავი თეფშები

 ამო-ები დედამიწაზე ეცემა, სახელმწიფო მოხელეები კი ყველაფერს გვიმალავენ და ასაიდუმლოებენ. ასეთ აზრზე არიან უფოლოგიური კონფერენციების, მათ შორის ქალაქ ჰენდერსონში(ნევადა) ჩატარებული კონფერენციის მონაწილეებიც.

 კონფერენცია მიზნად ისახავდა მოეხდინა უამრავი რაოდენობის მასალების დემონსტრირება, რაც ამ პრობლემის გლობალური ხასიათის მაჩვენებელი იქნებოდა. ერთ-ერთი ორგანიზატორის, რაიან ვუდის განცხადებით, მისი შეფასებით, 1897 წლიდან, 1997 წელს სომალიში მომხდარი კატასტროფის ჩათვლით, უკვე 86 შემთხვევა დაფიქსირდა. ამო-ს კატასტროფის ყველაზე უფრო გახმაურებული შემთხვევა, რა თქმა უნდა, 1947 წელს ნიუმექსიკოს შტატის ქალაქ როზუელთან მომხდარი ამბებია(უცხოპლანეტელთა ზონდებმა დედამიწა მოინახულეს?!).

alienebi daxocili შემთხვევათა რაოდენობას ცალკეული ქვეყნების საჰაერო თავდაცვის სისტემების „მუშაობაც“ გაზრდის. ირანელი პოლკოვნიკი სალამან მაჰინი გაზეთ „რეზალათთან“ ინტერვიუში ამბობს:“გვაქვს ბრძანება, გავანადგუროთ ნებისმიერი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რომლებიც ირანის საჰაერო სივრცეში შემოვა. ასეთი დარღვევები კი მართლაც ხდება“(რუსი გენერალი უცხოპლანეტელებზე საუბრობს).

 ანომალური მოვლენების ბრიტანელი მკვლევარი ჯონ რენდელსი ამტკიცებს, რომ „ირანის ცაში, შესაძლებელია, დაზვერვის სუპერთანამედროვე აპარატები კურსირებენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკური სიტუაცია იძაბება“.

 დედამიწის ზედაპირზე ამო-ები არა მარტო ХХ საუკუნეში ცვიოდა. მაგალითად, 1897 წელს ტეხასის ქალაქ ავრორას ჩრდილოეთით ჩამოვარდნილი უჩეულოდ მანათობელი ობიექტი წისქვილს შეეჯახა. ცნობლი ჟურნალისტი და მწერალი, პულითცერის პრემიის ლაურეატი, რამდენიმე წიგნის ავტორი ამო-ს შესახებ, ჯიმ მერსის აზრით, ეს ისტორია დეტალურ შესწავლას მოითხოვს.

 მფრინავი თეფშები სხვა ქვეყნების ტერიტორიაზეც განიცდის კატასტროფებს, არა მარტო ა.შ.შ-ში, კერძოდ, კანადა, მექსიკა, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, კამბოჯა, ბოლივია, პუერტო-რიკო, ავსტრალია, რუსეთი. კონფერენციაზე სსრკ-ც არა ერთხელ ახსენეს. კერძოდ, დოკუმენტებში 1986 წლის 29 იანვარს დალნეგორსკის რაიონში მომხდარი მოვლენაც მოხვდა.

amo chamoexetqa rusetshi რატომ არის ყველაფერი ასეთი გასაიდუმლოებული და რატომ არ ტარდება კვლევები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეკრების ორგანიზატორმა რობერთ ვუდმა გადაწყვიტა. მისი აზრით, მეორე მსოფლიო ომის დროს ასეთი ინფრომაციის გასაიდუმლოება სსრკ-სა და ფაშისტურ გერმანიას შორის ტექნიკური კონკურენციის გამო ხდებოდა. ამას, ხალხში პანიკის გამოწვევის შიში მოჰყვა, მათ შორის რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებითაც.

 რაც შეეხება კატასტროფის ადგილას ნაპოვნ ფიზიკურ მტკიცებულებებს, როგროც ჯიმ მერსი ამტკიცებს, ყველა ასეთი შემთხვევების დროს, მთავრობები სპეციალური დანიშნულების რაზმების საშუალებით ყველაფერს აგროვებენ და კვალს შლიან, ხოლო შემდეგ გვიცხადებენ, რომ არც არაფერი მოხდარა(ბილ ქლინთონი უცხოპლანეტელებზე საუბრობს; ანომალური მოვლენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.