წრიული ცისარტყელა ავსტრალიის თავზე

 გინახავთ ოდესმე მთლიანი ცისარტყელა? ჩვეულებრივ, დედამიწის ზედაპირიდან მისი მხოლოდ ზედა ნაწილი ჩანს, რადგან მიწის მიმართულებით წვიმის წვეთბის რაოდენობა მცირეა. ჰაერიდან კი ცისარტყელას სრული 360 გრადუსი შეიძლება დავინახოთ. ამ გამოსახულებაზე წარმოდგენილი სრული წრიული ცისარტყელა, გასულ წელს ქალაქ პერთას მახლობლად, ვერტმფრენიდან გადაიღეს, რომელიც წვიმასა და ჩამავალ მზეს შორის მიფირნავდა(მზის ჩასვლა მარსზე). ცისარტყელა არის მოვლენა, რომელიც დამზერის კუთხეზეა დამოკიდებული და წვიმის წვეთბში მზის სინათლის არეკვლით არის გამოწვეული(არა მარტო მზის – ჩანჩქერი, მთვარის ცისარტყელა და ციალი ისლანდიაში). წრიული ცისარტყელა 84 გრადუსიანი დიამეტრით, ვერტმფრენს 5 კილომეტრის მანძილზე „მიჰყვებოდა“ და საერთოდ არ იცვლებოდა. ამასთან ერთად, პირველი ცისარტყელას გარშემო მეორეც ჩანს, საპირისპირო მიმდევრობით მოწყობილი შედარებით ბაცი ფრებით(მოჩვენება?; არამიწიერი ცისარტყელას პირველი ფოტო; დიდი მთვარე და უცნაური ოპტიკური მოვლენა; ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.